კსუ-ში კოვიდ 19-ის პანდემიის დროს ადამიანის უფლებების შეზღუდვის თემაზე ონლაინ ლექცია გაიმართა
8 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივით გაიმართა ონლაინ ლექცია თემაზე – „ადამიანის უფლებების შეზღუდვის ფარგლები კოვიდ 19-ის პანდემიის დროს – მისი შესაბამისობა ევროსაბჭოს და გაეროს სტანდარტებთან“.
ონლაინ ლექციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი თამარ ავალიანი უძღვებოდა, რომელმაც ყურადღება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებზე გაამახვილა. ისაუბრა პანდემიის პერიოდში ადამიანის უფლებების შეზღდვის მექანიზმებზე, მათ შესაბამისობაზე კონსტიტუციასთან და ამ პროცესში სახელისუფლებო შტოების (საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო) როლზე. ასევე, ყურადღება გამახვილდა პანდემიის დროს ევროსაბჭოს და გაეროს მუშაობის პრინციპებსა და მათ კავშირზე ეროვნულ ხელისუფლებებთან.
ლექციის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმს დაეთმო, სადაც სტუდენტები პანდემიის ირგვლივ აქტუალური სამართლებრივი საკითხებით დაინტერესდნენ.
ონლაინ ლექციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც ესწრებოდნენ.
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „თეთრი ხალათების“ ცერემონია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში აკადემიური პერსონალის პროფესიული ზრდის ხელშეწყობის მიზნით ტრენინგი გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ს სტუდენტი პროფესიაზე – „აბიტურიენტებს პროფესიის არჩევისას ამას ვურჩევდი“
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი