კსუ-ში ქართული დიპლომატიის კვირეულის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა
4 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ქართული დიპლომატიის კვირეულის მეორე დღე „მართვის სტრატეგიული ცენტრის“ ხელმძღვანელს, საქართველოს მთავრობის კანცელარიის ყოფილ უფროსს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორს, პეტრე მამრაძეს დაეთმო თემაზე: „ქართული დიპლომატიის სათავეებთან საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებობის მოპოვების შემდეგ.“
ლექციის ფარგლებში პეტრე მამრაძემ მიმოიხილა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ნაბიჯები საგარეო პოლიტიკურ ასპერეზზე, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხი და ამასთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერთა თუ ანალიტიკოსთა მოსაზრებები, მაშინდელი ურთიერთობები რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ტერიტორიული კონფლიქტები.
ლექცია ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, სადაც მსმენელებს საშუალება ჰქონდათ სპიკერისთვის მათთვის საინტერესო შეკითხვები დაესვათ ან კონკრეტული მოსაზრებები დაეფიქსირებინათ.
ცნობისთვის, ქართული დიპლომატიის კვირეული საერთაშორისო პოლიტიკითა და დიპლომატიით დაინტერესებული საზოგადოებისთვის ოთხი დისტანციური ლექციისგან შედგება. ზოგადად, კვირეული ქართული დიპლომატიის დღეს ეძღვნება (3 ნოემერი), ეს თარიღი კი ქართველი დიპლომატების პროფესიულ დღესასწაულად 2004 წელს დაწესდა და ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება.
კვირეული, რომელმაც საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების სამსახურის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით იმართება, დასრულების შემდეგ კი მსმენელებს ელექტრონული სერტიფიკატები გადაეცემათ.
-
სტუდენტი პროფესიაზე – „CIU არის ადგილი, სადაც ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, იპოვონ საკუთარი გზა და დაიჯერონ საკუთარი შესაძლებლობების“
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს EUSA-ს ასოცირებული წევრის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„შენი მომავალი პროფესია ღრუბლოვან ტექნოლოგიებში Geosoft Cloud-თან ერთად“ – CIU-ში საჯარო შეხვედრა გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი