კსუ-ში საქართველოსა და ირანის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობებისადმი მიძღვნილი V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
29 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველოსა და ირანის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობებისადმი მიძღვნილი მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენცია მიზნად ისახავდა საქართველოსა და ირანის უნივერსიტეტებს შორის ერთიანი აკადემიური გარემოს განვითარების ხელშეწყობას, სამეცნიერო საქმიანობის სტიმულირებასა და ნაყოფიერი პროფესიული ურთიერთობების განვითარებას.
კონფერენციაში 30-მდე კვლევითი ორგანიზაციისა და აკადემიური დაწესებულების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რომლებმაც მოხსენებები სხვადასხვა თემატურ სექციებში წარმოადგინეს: პოლიტიკა და უსაფრთხოება; ეკონომიკა; კულტურა და ისტორია.
კონფერენცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ გახსნა. ასევე, მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს დროებითი რწმუნებული, რასულ ესლამი და საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი კულტურის საკითხებში, ჰამიდ მოსტაფავი.
ღონისძიებას მოდერატორობა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საქართველოსა და ირანის ურთიერთობების სამეცნიერო-ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, მაია კაპანაძემ გაუწია.
-
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორების – მინდია უგრეხელიძისა და ბექა ქანთარიას ორწიგნეულის პრეზენტაცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს, საქართველოს საპატრიარქოსა და სამედიცინო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი