კსუ-ში სტუდენტებისთვის ონლაინ ტრენინგ-კურსი გაიმართა თემაზე „წარმატებული მოლაპარაკების ხელოვნება“
14, 15, 16 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ონლაინ ტრენინგ-კურსი გაიმართა თემაზე: „წარმატებული მოლაპარაკების ხელოვნება“.
ტრენინგ-კურსს თსუ-ის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორი და free-lance ჟურნალისტი მსოფლიოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე, გვანცა კაკაურიძე უძღვებოდა.
ტრენინგ-კურსი მიზნად ისახავდა სტუდენტებს გაეცნო ყველა ის სტრატეგია და მეთოდი, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი მომლაპარაკებლები უკვე ათეული წლებია იყენებენ. კურსის დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილეს შესაძლებლობა ჰქონდა ერთმანეთისგან განესხვავებინა მკაცრი, სუსტი და პრინციპული მოლაპარაკების ფორმები, წარემართათ ინტერესებზე დაფუძნებული მოლაპარაკებები და თავი აერიდებინათ პოზიციური მიდგომებისგან. ტრენინგი ასევე მოიცავდა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა მოლაპარაკების მახასიათებლებსა და სხეულის ენის მნიშვნელობას.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
-
CIU-მ აკადემიური პერსონალი სამეცნიერო მიღწევებისთვის დააჯილდოვა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში მაგნიტური დუოდენო-ილეოსტომიის (MagDi) ოპერაცია დაინერგა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ს წარმომადგენლები აშხაბადში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციასა და გამოფენაში მონაწილეობდნენ
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი