კსუ სტუდენტებისთვის ესპანური ენის შემსწავლელ უფასო ონლაინ კურსს ახორციელებს
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პარტნიორმა ორგანიზაციამ, ესპანური განათლებისა და კულტურის ცენტრმა „იბერია“, კსუ-ის სტუდენტებს ესპანური ენის შემსწავლელ უფასო ონლაინ კურსი დამწყებთათვის შესთავაზა.
ჯამში აღნიშნულ კურსზე მიღებულია 250-მდე განაცხადი, პირველი ეტაპისთვის კი ონლაინ კურსს 30 ქართველი და 36 უცხოელი სტუდენტი გაივლის.
ონლაინ კურსის ფარგლებში, მსმენელებს საშუალება ექნებათ სახალისო ვიდეოებით, ანიმაციებით, სიტუაციური დიალოგებისა და სხვადასხვა პრაქტიკული მეთოდებით შეისწავლონ საბაზისო ესპანური ენა და მიიღონ შესაბამისი სერტიფიკატი.
კურსის ხანგრძლივობა: 1-3 თვე (კვირაში 1 ან 2 დღე);
კურსს გაუძღვება ესპანური განათლებისა და კულტურის ცენტრ „იბერიას“ გუნდის წევრები.
სამომავლოდ, კურსის მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ ესპანური ენის ცოდნა ესპანეთის პარტნიორ უნივერსიტეტებში გაიღრმავონ.
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი ფუტსალის ჩემპიონთა ლიგისთვის ემზადება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში თანამედროვე სპორტული კომპლექსი და კალათბურთის აკადემია იხსნება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სადოქტორო პროგრამებზე
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი