კსუ თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის რიგგარეშე მობილობას აცხადებს
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი შპს „თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის“ სტუდენტებისათვის აცხადებს რიგგარეშე მობილობას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
- მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 40 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს;
- ფინანსების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 30 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს;
- ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 30 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს;
- სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა – 50 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – V წელს;
მობილობის პროცესის ადმინისტრირებისათვის არ იქნება გამოყენებული ელექტრონული პორტალი.
რიგგარეშე მობილობის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ გამარტივებული წესით გაიარონ რეგისტრაცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში. კერძოდ, შესაბამისი ფაკულტეტის ელ-ფოსტაზე: info.business@ciu.edu.ge ან info.medgeo@ciu.edu.ge 1-ლი ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით გადმოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტები:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- ფოტოსურათის 3X4 ელექტრონული ვერსია;
- სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
- საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ქსეროასლი;
- ამონაწერი მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
- სტუდენტის სტატუსის ცნობა დამოწმებული ბეჭდით;
- ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან დამოწმებული ბეჭდით.
რიგგარეშე მობილობა ხორციელდება სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დირექტორის 2020 წლის 26 ივნისის ბრძანება №1.1/64 -ის საფუძველზე.
-
„აღმოაჩინე, იკვლიე, შექმენი“ – CIU-მ უფროსკლასელებისა და აბიტურიენტებისთვის სამეცნიერო კვირეულს უმასპინძლა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
სიტყვაკაზმული ქართული მწერლობის „ცოცხალი ტექსტები“ – ეროვნულ ბიბლიოთეკაში CIU-სა და თსუ-ის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
by ARIS.GE-განათლება
-
CIU-ს ვიცე-რექტორი და სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი აშშ-ში მიმდინარე NAFSA 2026-ში მონაწილეობენ
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი