ლია გიგაურის განმარტება სკოლაში საგაკვეთილო საათების მომატებასთან დაკავშირებით
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური საბაზო საფეხურზე საგაკვეთილო საათების მატებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და ამბობს, რომ საათების გაზრდა მე–7, მე-8 და მე–9 კლასებში ახალი საგნების დამატებით არის განპირობებული, თუმცა ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
„ჯერ არ ვიცით გაიზრდება თუ არა კვირეული დატვირთვა, რამდენადაც ჯერ მხოლოდ პროექტია წარდგენილი და კვლავ დამუშავების პროცესშია. ველოდებით სკოლებიდან წამოსულ უკუკავშირს რომლის შემდეგ სასწავლო ბადე გადაიხედება.
„რაც შეეხება იმას, რომ ახალი საგნები დაემატა სასწავლო ბადეში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საგნები. მოგეხსენებათ, რომ ტექნოლოგიების წილი ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან იზრდება. ამიტომ, თითოეულ მოსწავლეს უნდა ჰქონდეს როგორც ტექნოლოგიებთან კომუნიკაციის უნარ–ჩვევები, ასევე უნდა იცოდეს, როგორ დაიცვას თავი ციფრულ სამყაროში, როგორ იცხოვროს, რა რისკები და შესაძლებლობები არსებობს. შესაბამისად, ჩვენ გარკვეულწილად საათები დავამატეთ ამ მიმართულებით, რადგან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დღევანდელი გამოწვევების შესაბამისად“, – განაცხადა ლია გიგაურმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ.
EDU.ARIS.GE-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, რომ იმ შენიშვნებისა და რეკომენტაციების გათვალისწინება, რომელიც საბაზო საფეხურის საათობრივი ბადის პროექტთან დაკავშირებით გამოითქმება, მნიშვნელოვანია და საათობრივი ბადის საბოლოო სახის შემუშავებისას შესაძლოა, მათი გათვალისწინება მოხდეს.
როგორც EDU.ARIS.GE უკვე წერდა, საბაზო საფეხურის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის პროექტის თანახმად, მე-8 კლასის მოსწავლეებისთვის მცირდება ინგლისური ენის საგაკვეთილო საათები. ასევე, მე-7, მე-8, მე-9 კლასებში ერთი საათით მცირდება ისტორიის გაკვეთილი. სამაგიეროდ, საგაკვეთილო საათი იმატებს მათემატიკაში, მე-7 და მე-8 კლასებში კი „მოქალაქეობა“ შემოდის. ჩნდება არჩევითი საგნის ბლოკიც. საბაზო საფეხურის საათობრივი ბადის პროექტის გათვალისწინებით, მე-7 და მე-8 კლასებში იმატებს საგაკვეთილო საათები, ის მე-9 კლასისას უთანასწორდება და თითოულ სემესტრში 33 საათი ხდება.
ამავე თემაზე:
„სამინისტრო არასერიოზულად უყურებს ცვლილებებს ესგ–ში და ხედვა მინისტრების ცვლასთან ერთად იცვლება“
დაპირებული შემცირების ნაცვლად, მე–7, მე–8, მე-9 კლასის მოსწავლეებს გაკვეთილები დაემატათ
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება