მასწავლებელთა კრედიტქულების დაგროვების სისტემა უქმდება! – ბერიკა შუკაკიძე
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში კრედიტქულების დაგროვების სისტემა გაუქმდება.
ამის შესახებ მან სამინისტროში მიმდინარე პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც ზოგადი განათლების მიმართულებით სქემაზე საუბრობენ. მისი თქმით, ეს ყველაფერი გაკეთებულია ბიუროკრატიული ფორმების აღმოსაფხვრელად და რადგან მნიშვნელოვანია საგაკვეთილო პროცესი და არა ქაღალდები, სწორედ ამას ემსახურება ეს ცვლილება.
მინისტრმა დაამატა, რომ ეს ცვლილება მოხდება ეტაპობრივად, რათა არ მოხდეს პროცესის რღვევა და ვინც არის ჩართული სქემაში და დაწყებული აქვს ეს პროცესი არ შეექმნას პრობლემა.
ამასთან, უქმდება თვითშეფასების კითხვარიც და ის ხდება ნებაყოფლობითი.
მასწავლებლის კვალიფიკაციის შესამოწმებლად და დასადასტურებლად, ასევე სტატუსის მისაღებად ისევ იქნება საკვალიფიკაციო გამოცდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს განათლების სამინისტროში მიმდინარე პრეზენტაციაზე განათლების სისტემაში დაგეგმილი და განხორციელებული ძირეული რეფორმების განხილვა მიმდინარეობს. როგორც მიხეილ ბატიაშვილმა დააანონსა, აღნიშნული რეფორმები განათლების სისტემის 10 მოდულს შეეხება. გარდა ზემოთ მოცემული ცვლილებებისა, მომდევნო დღეებში სამინისტროს წარმომადგენლები წარადგენენ სიახლეებს 10 მოდულის შემდეგ პანელებზე: ინფრასტრუქტურული პროექტები; ინოვაცია და ტექნოლოგიები; ეროვნული გამოცდები; ხარისხის უზრუნველყოფა უმაღლეს სასწავლებლებში; უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი; პროფესიული განათლება; მეცნიერება; განათლების კლასტერები.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, განხილვებში მონაწილეობას მიიღებენ ის საექსპერტო ჯგუფებიც, რომლებიც ჩართული იყვნენ განათლების რეფორმის შემუშავებაში.
დღეს პრეზენტაციას, ძირითადად, საჯარო სკოლების დირექტორები ესწრებიან.
მასწავლებელს სტატუსის მოსაპოვებლად გამოცდის ჩაბარება მოუწევს
განათლებლის სამინისტროში სისტემის რეფორმის შესახებ შეხვედრა მიმდინარეობს: „ყველაფერი იწყება დღეიდან“
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება