განათლებლის სამინისტროში სისტემის რეფორმის შესახებ შეხვედრა მიმდინარეობს: „ყველაფერი იწყება დღეიდან“
განათლების სამინისტროში განათლების სისტემაში დაგეგმილი და განხორციელებული ძირეული რეფორმების განხილვა მიმდინარეობს. როგორც მიხეილ ბატიაშვილმა დააანონსა, აღნიშნული რეფორმები განათლების სისტემის 10 მოდულს შეეხება. დღეს კი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე საზოგადოებასა და მედიას განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში სკოლამდელ და ზოგად განათლებაში ჩატარებულ სამუშაოებსა და დაგეგმილ სიახლეებს აცნობენ.
მომდევნო დღეებში კი, წარადგენენ 10 მოდულის შემდეგ პანელებს: ინფრასტრუქტურული პროექტები; ინოვაცია და ტექნოლოგიები; ეროვნული გამოცდები; ხარისხის უზრუნველყოფა უმაღლეს სასწავლებლებში; უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი; პროფესიული განათლება; მეცნიერება; განათლების კლასტერები.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, განხილვებში მონაწილეობას მიიღებენ ის საექსპერტო ჯგუფებიც, რომლებიც ჩართული იყვნენ განათლების რეფორმის შემუშავებაში.
დღეს პრეზენტაციას, ძირითადად, საჯარო სკოლების დირექტორები ესწრებიან.
„2 კვირის განმავლობაში ვისაუბრებთ სექტემბერში დაანონსებულ რეფორმაზე. იმ პრიორიტეტებზე, რომლებზეც აქამდე გვქონდა საუბარი. დღეს მხოლოდ ზოგადი განათლების საკითხზე გვექნება პრეზენტაცია. შემდეგ იქნება უსაფრთხო სკოლაზე და ა.შ. სასკოლო განათლების კუთხით ორშაბათს და ოთხშაბათს გვექნება პრეზენტაციები ასევე. ეს ორი კვირა შეგვიძლია ერთ-ერთ გარდამავალ ეტაპად ჩავთვალოთ. ყველაფერი იწყება დღეიდან“, – განაცხადა მისასალმებელ სიტყვაში მიხეილ ბატიაშვილმა.
ამავე თემაზე:
მასწავლებელთა კრედიტქულების დაგროვების სისტემა უქმდება! – ბერიკა შუკაკიძე
მასწავლებელს სტატუსის მოსაპოვებლად გამოცდის ჩაბარება მოუწევს
მინისტრი: მასწავლებელთა ახალი სახელფასო პოლიტიკის განხორციელება 2019 წლის შემოდგომიდან დაიწყება
მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა
-
რა ელის სტუდენტს, რომელმაც ერთწლიანი მაგისტრატურა დაასრულა და რამდენიმე წელში დოქტორანტურაზე სწავლა სურს? – სამინისტროს გეგმა
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტრო თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას 100 ათასი ლარით დაეხმარება – მთავრობის განკარგულება
by ARIS.GE-განათლება
-
რა შემთხვევაში გაგიუქმდებათ სარეგისტრაციო განაცხადი – ინფორმაცია 2026 წლის აბიტურიენტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე