მასწავლებელს სტატუსის მოსაპოვებლად გამოცდის ჩაბარება მოუწევს
ვინაიდან კრედიტების დაგროვების პრინციპი აღარ იარსებებს, მასწავლებლები სტატუსების მოპოვებას გამოცდების ჩაბარებით შეძლებენ. ვისაც უკვე დაწყებული აქვს სტატუსების შესანარჩუნებლად კრედიტების დაგროვება, ისინი ბოლომდე მიიყვანენ ამ პროცესს. თუმცა შემდგომში, უფრო მაღალი სტატუსის მისაღებად, სამინისტრო ყველა საფეხურის პედაგოგისთვის გამოცდის შემოღებას გეგმავს.
თუმცა, როგორც პედაგოგთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე ამბობს, ეს იქნება უფრო განსხვავებული და ამაზე დეტალურად ისაუბრებენ.
შუკაკიძემ განათლების სამინისტროში მიმდინარე პრეზენტაციისას მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ლადო აფხაზავას მაგალითი მოიყვანა. მისი თქმით, ასეთ მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ მენტორის სტატუსი მაგალითად პირდაპირ გამოცდის ჩაბარებით მიიღოს.
ამ საკითხზე პრეზენტაციისას ისაუბრა განათლების მინისტრმაც „ეს ბიუროკრატიის აღმოსაფხვრელად კეთდება, სტატუსის მოსაპოვებლად ნებისმიერ პედაგოგს ნებისმიერ დონეზე უნდა შეეძლოს გამოცდის ჩაბარება. პედაგოგები, რომ არ ელოდებოდნენ დროს სტატუსის ასამაღლებად და ეს გააკეთოს გამოცდით“, – აღნიშნა განათლების მინისტრმა. ბერიკა შუკაკიძის თქმით კი, გამოცდები შეიძლება იყოს მაგ: სტემის საგნებში, ლაბორატორიებში.
მინისტრმა ისიც თქვა, რომ პედაგოგის ცენტრალიზებული, ანუ გამოცდით სახელმწიფოს მიერ შეფასება გარდამავალი პროცესი უნდა იყოს და მომავალში მასწავლებლის სიკარგის შემფასებელი თავად სკოლა უნდა გახდეს.
პრეზენტაციის მონაწილეები ამბობენ, რომ ამ საკითხებზე მეტ დეტალს მომდევნო დღეებში კიდევ განმარტავენ. განათლების სამინისტროში განათლების სისტემაში დაგეგმილი და განხორციელებული ძირეული რეფორმების განხილვა მიმდინარეობს. როგორც მიხეილ ბატიაშვილმა დააანონსა, აღნიშნული რეფორმები განათლების სისტემის 10 მოდულს შეეხება. დღეს კი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე საზოგადოებასა და მედიას განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში სკოლამდელ და ზოგად განათლებაში ჩატარებულ სამუშაოებსა და დაგეგმილ სიახლეებს აცნობენ.
მომდევნო დღეებში კი, წარადგენენ 10 მოდულის შემდეგ პანელებს: ინფრასტრუქტურული პროექტები; ინოვაცია და ტექნოლოგიები; ეროვნული გამოცდები; ხარისხის უზრუნველყოფა უმაღლეს სასწავლებლებში; უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი; პროფესიული განათლება; მეცნიერება; განათლების კლასტერები.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, განხილვებში მონაწილეობას მიიღებენ ის საექსპერტო ჯგუფებიც, რომლებიც ჩართული იყვნენ განათლების რეფორმის შემუშავებაში.
დღეს პრეზენტაციას, ძირითადად, საჯარო სკოლების დირექტორები ესწრებიან.
ასევე იხილეთ:
მინისტრი: მასწავლებელთა ახალი სახელფასო პოლიტიკის განხორციელება 2019 წლის შემოდგომიდან დაიწყება
განათლებლის სამინისტროში სისტემის რეფორმის შესახებ შეხვედრა მიმდინარეობს: „ყველაფერი იწყება დღეიდან“
მასწავლებელთა კრედიტქულების დაგროვების სისტემა უქმდება! – ბერიკა შუკაკიძე
მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება