მე–10–12 კლასებში მოსწავლეთა შეფასების სისტემა შეიცვლება – ლია გიგაური
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურის განცხადებით, ის საკითხი, რომ ყოველწლიურად საჯარო სკოლების კურსდამთავრებულების გარკვეული რაოდენობა აწყდება გამოსაშვებ გამოცდებზე პრობლემას, გამოსწორდება მხოლოდ საშუალო საფეხურის შინაარსობრივი და სტრუქტურული ცვლილების შემდეგ. მათ შორის, დაემატება არჩევითი საგნები და შეიცვლება შეფასებების სისტემაც.
როგორც გიგაურმა EDU.ARIS.GE-ის განუცხადა, მოსწავლეების მიერ ბარიერის ვერ გადალახვას არა ერთი, არამედ სხვადასხვა მიზეზი აქვს. ესაა სასკოლო პროგრამები, სკოლის მოწყობა, მასწავლებლების პროფესიული მზაობა, მოსწავლეების მოტივაცია.
”ჩვენ ვგეგმავთ არამხოლოდ საშუალო საფეხურის (მე-10, მე-11, მე–12 კლასები) შინაარსობრივ გადამუშავებას, არამედ მოწყობის შეცვლასაც. ამაზე მიმდინარეობს მუშაობა. თვითონ საშუალო საფეხურის მისიიდან და სტრუქტურის ცვლილებიდან გამომდინარე, შეფასებების სისტემაც იქნება შეცვლილი. ზოგადად დაწყებულია მუშაობა საშუალო საფეხურის შინაარსის ცვლილებაზე, განახლებაზე, დიფერენცირებულ მიდგომებზე, სტრუქტურის ცვლილებაზე. მომდევნო სასწავლო წელს ალბათ დანერგვას ვერ შევძლებთ, თუმცა საპილოტე ვერსია მზად გვექნება,” – აღნიშნა გიგაურმა.
შეგახსენებთ, რომ სკოლებში ზოგადი განათლება სამ საფეხურად იყოფა: დაწყებით, საბაზოდა საშუალო საფეხურებად. დაწყებითი საფეხური გულისხმობს 1-6 კლასებს, საბაზო – 7-9,ხოლო საშუალო – 10 – 12 კლასებს. სავალდებულო სწავლება საქართველოში მოიცავს 1-9კლასებს.
სკოლაში გაკვეთილების შემცირება საბაზო საფეხურს შეეხება – ინტერვიუ ლია გიგაურთან
“საატესტატო გამოცდების ბარიერის აწევას ვაპირებთ მომავალში” – ალექსანდრე ჯეჯელავა
მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა
-
რა პრივილეგია ენიჭება ჩარიცხვის დროს აბიტურიენტს, რომელიც საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობს – წესი
by ARIS.GE-განათლება
-
ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებს ღირებულებით განათლებას კიდევ 129 სასულიერო პირი ასწავლის – სკოლებში 175 კლუბი უკვე ფუნქციონირებს
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
„აშშ პოზიციებს კარგავს“ – ნახეთ ყველაზე პოპულარული ქვეყნები საერთაშორისო სტუდენტებისთვის სწავლის გასაგრძელებლად
by ARIS.GE-განათლება