მეორე კლასელების პასუხები მასწავლებლის დავალებაზე – „რა არის ქვეყნად ყველაზე მწარე და ყველაზე ტკბილი?“
ვენენო მენაბდე, დაწყებითი კლასების მასწავლებელი ნიუტონის თავისუფალ სკოლაში
ეს რომ არ დავწერო, ვერ გავძლებ:
მეორე კლასელებს უნდა წაეკითხათ „უტკბესი და უმწარესი“. მანამდე ვთხოვე, დაეწერათ, მათი აზრით, რა არის ქვეყნად ყველაზე მწარე და ყველაზე ტკბილი. ცოტა დამშოკეს, რადგან ხმა არ ამომიღია, ერთადერთი მკითხეს, მხოლოდ საჭმელიო? და არა-მეთქი :))
თქვენ კიდევ მომავალი თაობის იმედი არ გაქვთ:
. ყველაზე ტკბილი არი დედის ჩახუტება და კოცნა, იმიტომ რომ დედაშენი საყვარელი ადამიანია.
. ყველაზე მწარეა, როცა ვინმე გაბულინგებს, რადგან ეს არ არის სასიამოვნო.
. ყველაზე ტკბილი მეგობრებთან ერთად თამაშია.
. ყელაზე მწარეა, მარტო ყოფნა და დაცინვა, რადგან გული გტკივა.
. ქვეყნად ყველაზე ტკბილი არის, როცა სასიამოვნო სიტყვებს გეუბნებიან, რადგან სიამოვნებას გრძნობ.
. ჩემი აზრით, ქვეყნად ყველაზე ტკბილი არის ადამიანი რომ არის გულთბილი, მეგობრული და კეთილი, ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ ტკბილად გამოთქვამს ყველაფერს.
. ჩემთვის ყველაზე მწარე არის მატყუარა, არაკეთილი, გულქვა. ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ მწარედ გამოთქვამს ყველაფერს.
. ყველაზე ტკბილი არის სიყვარული, იმიტომ რომ სიკეთეა.
. ყველაზე მწარე კი ბოროტებაა, იმიტომ არის მწარე, რომ გული გეტკინება.
….
დანარჩენი ვერსიები იყო შოკოლადი, წიწაკა, დესერტი, კანფეტი, გულის რევის საწინააღმდეგო წამალი, ტყემლიანი ბორში ???
აზრზეც არ არიან, ოცივე როგორი გაგიჟებით მიყვარს.
-
„მნიშვნელოვანია საკითხი – როგორ იქცევა სკოლა, თუ მოსწავლე ან მშობელი უარს ამბობს ფორმის შეძენაზე, ან მის ტარებაზე“
by განათლებული ბლოგი
-
კარდიოლოგიის რეზიდენტი: „ყურადღების მიღმა რჩება ის მიზეზები, რასაც ექთნების დეფიციტთან მივყავართ“
by განათლებული ბლოგი
-
„რეზიდენტურა საქართველოში: განათლება თუ ლეგალიზებული ექსპლუატაცია? – ჩვენთან რეზიდენტურა ბიზნესად იქცა“
by განათლებული ბლოგი