მინისტრი: მასწავლებელთა ახალი სახელფასო პოლიტიკის განხორციელება 2019 წლის შემოდგომიდან დაიწყება
მასწავლებელთა ახალი სახელფასო პოლიტიკის განხორციელება 2019 წლის შემოდგომიდან დაიწყება. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.
„სახელფასო პოლიტიკას კვალიფიკაციებთან ერთად აპრილში წარმოვადგენთ. პედაგოგთა ხელფასები უნდა იწყებოდეს 1500 ლარიდან. ეს ის პედაგოგები იქნებიან, რომლებიც მთლიანად იქნებიან სასწავლო პროცესში ჩართული. სახელფასო პოლიტიკის განხორციელებას დავიწყებთ შემოდგომიდან“, – განაცხადა მინისტრმა.
მინისტრს ვრცელი კომენტარი ამ საკითხზე არ გაუკეთებია, მიუხედავად მედიის მოთხოვნისა ეპასუხა კითხვებისთვის, მან სამინისტროში გამართული შეხვედრა მისი დასრულებისთანავე დატოვა.
ასევე იხილეთ:
მასწავლებელს სტატუსის მოსაპოვებლად გამოცდის ჩაბარება მოუწევს
მასწავლებელთა კრედიტქულების დაგროვების სისტემა უქმდება! – ბერიკა შუკაკიძე
მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება