,,მოდი, ნუ ვიქნებით პირველები” – პაატა იმნაძე ბავშვების აცრაზე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში ბავშვების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციით აცრის დაწყებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
ამის შესახებ მან 28 მაისს ,,რუსთავი 2”-ის ეთერში ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
,,რამდენიმე ქვეყანამ უკვე დაიწყო, მართალია, მაგრამ ჩვენ ჯერ გადასაჭრელი გვაქვს სულ სხვა პრობლემა – ჩვენ არ ვართ ჯერ იმ ეტაპზე კორონასთან ბრძოლის, როდესაც უნდა დავიცვათ ბავშვები ამ ვირუსისაგან. საბედნიეროდ, ვირუსი ბავშვებში ძალიან კარგად მიმდინარეობს. ჩვენ იმ ეტაპზე ვართ, როდესაც უნდა დავიცვათ კორონით გარდაცვალებისაგან და რეანიმაციაში მოხვედრისაგან ადამიანები. პირველი რიგის ამოცანაა, აუცილებლად აიცრან რისკის ჯგუფის ადამიანები. მოდით, ნუ ვიქნებით პირველები მსოფლიოში – კი, ბავშვების აცრას ზოგიერთი ქვეყანა დაიწყებს, მაგრამ ეს იქნება ძირითადად მომავალ წელს. მანამდე ვნახავთ, როგორი იქნება შედეგები ბავშვებში”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
- შენარჩუნდება თუ არა ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დისტანციური დასწრების არჩევის შესაძლებლობა? პასუხი ცნობილია by ARIS.GE-განათლება
- კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, აპლიკანტი გამოცდაზე 7 დღის განმავლობაში ვერ გავა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- რა შემთხვევაში აიცრებიან მეორე ბუსტერდოზით 12-17 წლის ასაკის პირები – მინისტრის ბრძანება by EDUVID-19