„მომდევნო 10 დღე სკოლებზე დაკვირვების პერიოდი იქნება“ – რამდენი სკოლაა შემოწმებული
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, მომდევნო 10 დღე იქნება დაკვირვების პერიოდი, როგორც აჭარაში, ასევე ყველა იმ სკოლაში, სადაც საბაზო საფეხურის კლასები გაიხსნა და დანარჩენი კლასების შესახებ გადაწყვეტილებებიც ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიხედვით იქნება მიღებული.
„აჭარაში საკლასო სივრცეში სკოლის დაწყებისთვის დამოკიდებული ვართ ეპიდემიურ სურათზე და უნდა დავიცადოთ მომდევნო 10 დღე. შემთხვევების რაოდენობის ზრდას დავაკვირდებით და შემდეგ შეგვიძლია, თამამად ვისაუბროთ საკლასო ოთახში სწავლის განახლებაზე. მაღალ კლასებში სასკოლო სწავლების განახლება დამოკიდებული იქნება ეპიდემიურ სურათზე. უნდა დავაკვირდეთ, ეპიდემიოლოგიური კუთხით რა ეფექტი ექნება მეექვსე კლასის ჩათვლით სწავლის განახლებას სკოლებში“, – ამბობს თამარ გაბუნია.
მისივე თქმით, სასწავლო პროცესის განახლებისთვის სკოლების მზაობა მაღალია. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ შემოწმებული 3000-მდე სკოლიდან, 99%-მა პროცენტმა მოთხოვნების დაკმაყოფილება შეძლო.
„პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს განსაკუთრებით სჭირდებათ საკლასო ოთახში განათლება და სწორედ ამიტომ ბავშვის ყველაზე საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, ეპიდემიური რისკების შეფასებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში დავუშვათ საკლასო სწავლება. ზოგადად, სკოლების მზაობა მაღალია, შრომის ინსპექტირების სამსახურმა ადგილზე შეამოწმა 3 000-მდე სკოლა და მათი 99 პროცენტი პირველი შემოწმებისთანავე მზად იყო სასწავლო პროცესის განახლებისთვის. გარკვეულ შემთხვევაში მათ დამატებითი რეკომენდაციები მიეცათ. ამდენად, ეპიდემიური ხარისხის კონტროლი სკოლებში მაღალია“, – აცხადებს თამარ გაბუნია.
წყარო: 1tv
-
„პარლამენტი გააგრძელებს მუშაობას, რათა აღმზრდელების ანაზღაურება ღირსეული იყოს“
by მასმედია
-
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის
by მასმედია
-
2026 წლის მიღების აბიტურიენტებს კახა ბენდუქიძის საქველმოქმედო ცოდნის ფონდი 4 200 000 ლარით დააფინანსებს
by მასმედია