მოსწავლეთა დარღვევებისა და უკონტაქტო დათვალიერების შესახებ ინფორმაციას მშობლები ელექტრონულად მიიღებენ – ახალი პროგრამა
ახალი სასწავლო წლიდან, სკოლებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის კუთხით გამოვლენილ დარღვევებს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები განახლებულ საინფორმაციო ელექტრონულ პროგრამაში – erofficers.emis.ge აღრიცხავენ. აღნიშნული პროგრამის მეშვეობით მშობლები მოსწავლეთა მიერ ჩადენილი დარღვევებისა და მათ მიმართ ჩატარებული უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების შესახებ ინფორმაციას ელექტრონულად მიიღებენ.
“ელექტრონული პროგრამა სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის“ მიერ შეიქმნა. აღნიშნული პროგრამა უზრუნველყოფს მშობლების, სკოლის ადმინისტრაციის, მანდატურებისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლების მაღალ ჩართულობას სასკოლო პროცესებში.
პროგრამის მეშვეობით, მოსწავლეთა მიერ ჩადენილი დარღვევების და მათ მიმართ ჩატარებული უკონტაქტო ზედაპირული დათვლიერების შესახებ ინფორმაცია მშობლებს ელექტრონული ფორმით ეცნობებათ. ელექტრონულ ჟურნალი eSchool-ის ბაზაზე იფუნქციონირებს”, – ვკითხულობთ მანდატურის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები ჩაერთვებიან
მანდატურის სამსახურის დებულებაში ცვლილება განხორციელდა – ბრძანება
-
სკოლის ექიმად დასაქმებისას პრიორიტეტი მიენიჭება ამ სახელმწიფო სერტიფიკატის ფლობას – ცვლილება კანონში
by ARIS.GE-განათლება
-
ქართველ ახალგაზრდებში რუსეთში განათლების მიღების პერსპექტივების პოპულარიზაციას ეწევიან – რას წერს სუსი საკუთარ ანგარიშში
by ARIS.GE-განათლება
-
მასწავლებელი სასკოლო ფორმებზე: „ჩვენს საზოგადოებას უჭირს განსხვავებულობის მიღება – როცა ფორმები არაა, სკოლაშიც უნდა შეეგუო ამას და არ უნდათ“
by ARIS.GE-განათლება