არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები ჩაერთვებიან
სახელმწიფო მანდატურის სამსახურსა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების პროცესში მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური ცენტრის ფსიქოლოგებიც ჩაერთვებიან.
როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ განათლების სფეროში დასაქმებულთა ცნობიერება, მონაცემთა დაცვის თვალსაზრისით ამაღლდეს. ამიტომ, მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგებს საშუალება მიეცემათ ჩაერთონ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში.
,,მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები დაესწრებიან არასრულწლოვანთა მონაწილეობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს, რაც გაუმარტივებს არასრულწლოვნებს მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობას. ასევე აქტიურად ვმუშაობთ, რომ ავამაღლოთ ამ მხრივ განათლების სფეროში დასაქმებულთა ცნობიერება“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
თავის მხრივ, მანდატურს სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ეს მემორანდუმი არასრულწლოვანთა მონაცემების დაცვის მიმართულებით მდგომარეობას გააუმჯობესებს.
ა.წ.
-
რა ანაზღაურებას მიიღებენ საზაფხულო სკოლებსა და ახალგაზრდულ ბანაკებში დასაქმებული ექიმები და ექთნები – დადგენილება
by ინფოLIFE
-
ცნობილია, რამდენი ლარი გახდა სკოლის მანდატურის ხელფასი იანვრიდან – განათლების მინისტრის ბრძანება
by ინფოLIFE
-
რომელი მოსწავლეები მიიღებენ მე-11 და მე-12 კლასში ფულად წახალისებას – მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 2026
by ინფოLIFE