„მოგვისმინეთ მასწავლებლებს!“ – პედაგოგების ვიდეო მიმართვა განათლების მინისტრს
„რაც მინისტრად დაინიშნა, მას შემდეგ ვითხოვთ შეხვედრას“, – ასეთია იმ პედაგოგების წუხილი, ვინც გიორგი ამილახვართან შეხვედრის მიზნით, განათლების მინისტრს ჯერ წერილი გაუგზავნა და ახლა ვიდეო მიმართვაც მოამზადა, რომელშიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფუნქციების შესრულებისკენ მოუწოდებენ:
„განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოუსმინე მასწავლებლებს! ჩვენს უკან ათასობით მასწავლებელია! პრობლემა ბევრი გვაქვს და იქნებ სამინისტრომ მოგვისმინოს. ბოლო ათწლეულის მანძილზე მასწავლებლები ასე არ გაერთიანებულან, ხვდებით ხომ, რამდენად სერიოზულად არის საქმე! ვითხოვთ შეხვედრას განათლების მინისტრთან!“.
როგორც პედაგოგები EDU.ARIS.GE-ს უხსნიან, მათი მთავარი მოთხოვნაა არა პორტფოლიოს. კიდევ ერთი პრეტენზია გასულ წელს, წამყვანი და მენტორის სტატუსის მოპოვების მიზნით გამოცდაჩაბარებული პედაგოგებისთვის სავალდებულო პორტფოლიოს მომზადების ვადებს უკავშირდება, რომლის სავალდებულოობის შესახებ გადაწყვეტილებაც მიხეილ ჩხენკელის მინისტრობისას თვეობით (7 თვე) გაჭიანურდა. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ მასწავლებლებს პორტფოლიოს დოკუმენტების ასატვირთად ვადა აპრილის ბოლომდე აქვთ, რაც მათი შეფასებით, უსამართლოა, რადგან არათანაბარ პირობებში არიან იმ მასწავლებლებთან შედარებით, ვინც სტატუსის ცვლილებისთვის გამოცდას მომავალში ჩააბარებს. მასწავლებლების ნაწილი მიიჩნევს, რომ სტატუსის ცვლილებისთვის გამოცდის შედეგიც საკმარისია და პორტფოლიო არაფერია თუ არა ფურცლომანია.
„არაპორტფოლიოს! რომ არ ვთქვა, არ შემიძლია. მინისტრი არ გვისმენს, არ სურს მოგვისმინოს. ბერიკა შუკაკიძე მასწავლებლების წამებით ერთობა, დიახ ერთობა. სხვას ვერაფერს ვუწოდებ მასწავლებლის სახლის ბოლოდროინდელ ქმედებებს. პროფკავშირები კურორტებზე დასვენებას გვპირდება, სხვა საქმე ვითომ არ აქვთ, ტრენერები კიდევ ჩვენზე ფულს აკეთებენ, არ თქვათ ახლა, არაო. ზუსტადაც ფულს აკეთებენ. თან გვმოძღვრავენ, თუ არ გინდათ სტატუსის ცვლილება, არ წარადგინოთ პორტფოლიოო, სტატუსის ცვლილება კი არა ხელფასი გვინდა, ვაი ჩვენს პატრონს!“, – წერს ერთ-ერთი პედაგოგი მასწავლებლების მრავალათასიან ი Facebook-ის ჯგუფში.
გიორგი ამილახვარის პირველი განცხადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დანიშვნის შემდეგ, რომელიც მან პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გააკეთა, მასწავლებლებთან მიმართებით ასეთი იყო: „მე პირადად, დღეიდან დავიწყებ აქტიურ კომუნიკაციას, განათლებისა და მეცნიერების დარგში ჩართულ ყველა ადამიანთან, ბავშვებთან, მათ მშობლებთან, ჩვენს დამსახურებულ და ღირსეულ მასწავლებლებთან, სკოლის ადმინისტრაციებთან, პროფესორებთან, რა თქმა უნდა, ახალგაზრდებთან და სტუდენტებთან და სტუდენტებთან და ჩვენს მეცნიერებთან, იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე სამსჯელოდ, რაც დღეს დარგში გვაქვს. მიღებული უკუკავშირის შედეგად, მივიღებთ სწრაფ და მყისიერ გადაწყვეტილებებს ყველა ამ პრობლემაზე საპასუხოდ. ჩვენ გვინდა და აუცილებლად შევქმნით ღირსეულ პირობებს ჩვენი დამსახურებული მასწავლებლებისთვის და ეს იქნება ის ნაბიჯი, რაც მნიშვნელოვანია მასწავლებლების პროფესიის, ღირსების და პოპულარიზაციის ამაღლებისთვის… ჩვენ უნდა მოვუსმინოთ მასწავლებლებს!“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
„ჩვენ უნდა მოვუსმინოთ მასწავლებლებს!“ – ეს სიტყვები კი განათლების ახალმა მინისტრმა ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა.
ამავე თემაზე:
არის თუ არა პორტფოლიო მასწავლებლის შეფასების ეფექტური ინსტრუმენტი? – ტრენერის შეფასებები და მიმართვა
მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასება სტატუსების მიხედვით – ახალი დოკუმენტი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება