„მსოფლიო ბანკის საგანმანათლებლო პროექტი საქართველოს 116 ათასზე მეტ მოსწავლეს მოიცავს„
ჩვენ უკიდურესად მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ საქართველოს მთავრობას მის არაჩვეულებრივ ვალდებულებაში, რაც განათლების სისტემაში ინვესტირებას გულისხმობს, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020“ განაცხადა.
როგორც სებასტიან მოლინეუსმა აღნიშნა, მომავალი კვირიდან მსოფლიო ბანკის ჯგუფი და საქართველოს მთავრობა იწყებენ პროექტს.
„ვმუშაობს პროექტზე, „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი“, რომლის მიზანს წარმოადგენს სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, განათლების ხარისხის ამაღლება და სწავლისთვის უფრო ხელსაყრელი გარემოს შექმნა. პროექტის მიზანია, მოიცვას მთელს ქვეყანაში 116 ათასზე მეტი მოსწავლე“, – განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.
წყარო: 1tv.ge
-
„პარლამენტი გააგრძელებს მუშაობას, რათა აღმზრდელების ანაზღაურება ღირსეული იყოს“
by მასმედია
-
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის
by მასმედია
-
2026 წლის მიღების აბიტურიენტებს კახა ბენდუქიძის საქველმოქმედო ცოდნის ფონდი 4 200 000 ლარით დააფინანსებს
by მასმედია