მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ლიტერატურული ნაწარმოების წოდება შექსპირის პირველი ფოლიოს ასლმა მოიპოვა
“კრისტის“ აუქციონზე შექსპირის პირველი ფოლიოს იშვიათი ასლი თითქმის 10 მილიონ დოლარად გაიყიდა და მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ლიტერატურული ნაწარმოების წოდებაც მოიპოვა.
36 პიესის კრებული, რომელიც დრამატურგის გარდაცვალებიდან მალევე გამოქვეყნდა, მსოფლიოში მხოლოდ ხუთი ეგზემპლარი არსებობს. ხუთივე ასლი კერძო საკუთრებაშია. პირველი ფოლიო შეიცავს 18 ნამუშევარს, რომლებიც ადრე არ იყო დაბეჭდილი და რომ არა ფოლიო, პიესები დაიკარგებოდა, მათ შორის “მაკბეტი” და “მეთორმეტე ღამე”.
აუქციონზე გაყიდული ვერსია გასაყიდად Mills College-მა გაიტანა, რომელიც კრებულს 1977 წლიდან ინახავდა. ექვსწუთიანი ბრძოლის შემდეგ, შეთავაზება 9 მილიონ 980 ათას დოლარად, წიგნების დილერმა და ანტიკვარიატმა სტეფან ლოვენთჰილმა იყიდა. აუქციონის მოგების შემდეგ, სატელეფონო ინტერვიუში მან შექსპირის ორიგინალი ფოლიო “წიგნების წმინდა გრაალად“ მოიხსენია.
წყარო: palitranews
- „თითქმის ყოველი მესამე 15 წლის მოზარდი არ ფლობს საბაზისო მათემატიკურ უნარებს“ – რა საფრთხეზე მიუთითებს ევროკომისიის ანგარიში by მასმედია
- უშუქობის გამო, ხაშურის მუნიციპალიტეტის 10-მდე სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა by მასმედია
- აფხაზეთში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდება – სოხუმში ენერგოკრიზისზე საუბრობენ by მასმედია