მთავრობამ უმაღლესი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფცია დაამტკიცა – ცნობილია, რა სამუშაოები დაიწყება
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ დღეს, 1-ელ დეკემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში დამტკიცდება.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელი მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა და რამდენიმე ინფორმაციაც წარმოადგინა, მათ შორის დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ შესასრულებელი სამუშაოების შესახებ.
“ინფრასტრუქტურის სამინისტრო უკვე დღეიდან დაიწყებს კონცეფციის მომზადებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ეს იქნება თანამედროვე ტიპის ინფრასტრუქტურა, რომელიც განვითარდება თბილისსა და რუსთავს შორის და ასევე ქუთაისში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ხვალ, 2 დეკემბერს წარადგენს.
განათლების სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ უწყებას პრემიერ-მინისტრმა ეფექტიანობა დაუწუნა
ირაკლი კობახიძის თქმით, ამ რეფორმას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა ყველა თვალსაზრისით, მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისითაც.
„დღეს ჩვენ ვამტკიცებთ უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციას. ამ რეფორმის მიზანია, ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს უმაღლესი სტანდარტების საუნივერსიტეტო განათლება. ყველას კარგად გვესმის, რამდენად დიდია განათლების და განათლებული საზოგადოების მნიშვნელობა.
კონცეფცია მოიცავს რეფორმის ყველა აუცილებელ მიმართულებას. ეს არის ინსტიტუციური ოპტიმიზაცია, საკადრო პოლიტიკის დახვეწა, თანამედროვე სტანდარტების სასწავლო პროგრამების, სახელმძღვანელოების განვითარება, სწავლებისა და კვლევების ინტეგრაცია, უმაღლესი განათლების პრიორიტეტებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანა, დაფინანსების სისტემის გაუმჯობესება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ასევე იხილეთ:
განათლების მინისტრი ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციას 2 დეკემბერს წარადგენს
-
ახალი დეტალები სასკოლო სიახლეებიდან – რა წერია კანონპროექტში, რომელსაც პარლამენტი უახლოეს დღეებში დაამტკიცებს
by ARIS.GE-განათლება
-
თსუ-ის სოც.პოლის პროფესორების წინააღმდეგობა უნივერსიტეტების გაერთიანებას – ღია წერილი და ხელმომწერთა სია
by ARIS.GE-განათლება
-
3 286 ხელმოწერა – რას მოითხოვენ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, მკვლევრები, პროფესორები, კურსდამთავრებულები
by ARIS.GE-განათლება
