მწერალთა სახლში კსუ-ის სტუდენტის ნოველის „თავისუფლების ლაბირინთში“ პრეზენტაცია გაიმართა
მწერალთა სახლში საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცემული ნოველის „თავისუფლების ლაბირინთში“ პრეზენტაცია გაიმართა, რომლის ავტორი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი ხათუნა (ხატია) ქარსელაძეა.
პრეზენტაციას საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრები, აკადემიური წრის წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
პრეზენტაციაზე მოდერატორის ამპლუაში წარსდგა წიგნის რედაქტორი, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელი-პრეზიდენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა; ასევე, სიტყვით წარსდგნენ აკადემიის წევრი, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თავჯდომარე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი მინდია უგრეხელიძე; აკადემიის წევრი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი და სხვა საპატიო სტუმრები.
-
CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტმა საჯარო ლექციას უმასპინძლა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
პლატფორმული დასაქმების გამოწვევების შესახებ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო შეხვედრა გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და Chardins Voyages-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი