GE

ნახეთ ეს ფილმები, თუ გსურთ ინგლისურად სწორი წარმოთქმის დასწავლა და საუბრის სწრაფად აღქმა

უცხო ენის შესასწავლად საუკეთესო ხერხი მის მატარებელთან ურთიერთობაა. თუკი გვერდში მსგავსი ადამიანი არ გყავთ, შეგიძლიათ უცხოენოვან ფილმებს უყუროთ. ცნობილი მსახიობების მოსმენა და მიბაძვა, რომლებიც ინგლისურ ენაზე თავისუფლად საუბრობენ, დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. ეს ხერხი განსაკუთრებით მათ გამოადგებათ, ვისაც სწორი წარმოთქმისა და საუბრის სწრაფად აღქმის ათვისება სურთ. სწავლების ეს ტექნიკა განსაკუთრებულად იმ ადამიანებს დაეხმარებათ, ვინც ინფორმაციას მხედველობით აღიქვამენ.

რაში მდგომარეობს ფილმებით ინგლისური ენის შესწავლის უპირატესობა

სწავლა და გართობა ერთად

თქვენ საყვარელი სერიალის ახალი სერიის სხვებზე ადრე ყურებას შეძლებთ. უცხო ენის შესწავლისას გადათარგმნილი ვერსიის დალოდება არ მოგიწევთ და ნაწარმოების ორიგინალით დატკბობას შეძლებთ.

სმენითი აღქმის უნარის განვითარება

დავუშვათ, რომ კითხვა უკვე ისწავლეთ, გრამატიკაშიც მეტ-ნაკლებად გაერკვიეთ, წერაც შეგიძლიათ, მაგრამ მთავარი ხომ გაგებაა. ამაში კი ინგლისური ენის შესასწავლი ფილმები დაგეხმარებათ. ცოცხალი სასაუბრო ენა უფრო მარტივად აღიქმება, ვინაიდან უცხოელები ყოველდღიურ ცხოვრებაში სწორედ მასზე ურთიერთობენ.

სიტყვის მარაგის გამდიდრება

ცალკეული სიტყვების დასწავლა არც თუ ისე ეფექტურია. ფილმებში ყოველი ახალი ლექსიური ერთეული კონტექსტში გამოიყენება, რაც მას უფრო გასაგებს ხდის.

სიტყვის სასაუბრო ფორმისა და სლენგის შესწავლა

ამერიკელების ან ბრიტანელების გარემოცვაში იმ წესების გათვალისწინებით მოგიწევთ საუბარი, რომლებსაც ისინი არიან მიჩვეულნი. მათ უმრავლესობას კი არა წიგნებში, არამედ ფილმებში, საყვარელი მსახიობების დიალოგებში შეხვდებით.

ინტონაციის შესწავლა

ლოგიკური პაუზები, სიტყვის სწორად წარმოთქმა, მეტყველების სისწრაფე და მისი ტემპი – ეს ყველაფერი ინგლისური ენის მნიშვნელოვანი შემადგენლებია. ამ ენაში ერთი და იმავე რაიმის წარმოთმქა სხვადასხვაგვარად არის შესაძლებელი. ერთ შემთქვევაში, არასწორი ინტონაციის გამოყენების გამო, თქვენ ნათქვამს ვერ გაგიგებენ, მეორეში კი თავისიანად მიგიღებენ.  უცხო ენა სიმღერას გავს. საჭიროა მისი ყურადღებით მოსმენა და მომღერლის მიერ შესრულებული თითოეული ნოტის გამეორება. ჩვენ შემთხვევაში მომღერლები მსახიობები არიან.

იუმორის გაგება

ინგლისელები პედანტური ადამიანები არიან. მათი იუმორი თავშეკავებული და დახვეწილია. მათგან განსხვავებით, ამერიკელები უფრო გახსნილები არიან და მათი ხუმრობებიც უფრო პირდაპირი და თავშეუკავებელია. ინგლისურენოვანი ფილმები მათ შორის არსებულ სხვაობას დაგანახებთ.

უცხო ქვეყნის კულტურის გაგება

ფილმების საშუალებით სხვა ქვეყნის ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების გაცნობა არის შესაძლებელი. საზღვარგარეთ გამგზავრებამდე, ქვეყნის მაცხოვრებლებისა და მათი მენტალიტეტის გაცნობა კარგი აზრია. ამაში კი უცხოენოვანი ფილმები დაგეხმარებათ.

 

გთავაზობთ სხვადასხვა სირთულის ინგლისურენოვანი ფილმების ჩამონათვალს.

 

დამწყებთათვის

  1. ჯუნგლების წიგნი (The Jungle Book)
  2. ფორესტ გამპი (Forrest Gump)

საშუალო დონისთვის

  1. ჩემი დიდი ბერძნული ქორწილი (My Big Fat Greek Wedding)
  2. სახლი ტბასთან (The Lake House)
  3. სოციალური ქსელი (The Social Networ0
  4. მატრიცა (Matrix)
  5. ჩარლი და შოკოლადის ქარხანა (Charlie and the Chocolate Factory)
  6. ტერმინალი (The Terminal)

მაღალი დონისთვის

  1. მაკულატურა (Pulp Fiction)
  2. ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა (One Flew Over the Cuckoo’s Nest)
  3. მეფის სიტყვა (The King’s Speech)

აირჩიეთ სასურველი ფილმი და ინგლისური ენის საინტერესო სამყაროში იმოგზაურეთ.

20 ინგლისური იდიომა, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს

მოამზადა თეა ინაშვილმა

წყარო:takprosto.cc

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური