20 ინგლისური იდიომა, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს
ინგლისურ ენაში, არცთუ ისე იშვიათად შეიძლება, მოისმინოთ ფრაზები ან გამოთქმები, რომლებიც გზას აუბნევს ნებისმიერ უცხოელს, ვისთვისაც ინგლისური მშობლიური ენა არ არის. ეს არის – იდიომები, ან ფრაზეოლოგიზმები, რომლებიც ინგლისურად მოლაპარაკე ადამიანის ყოველდღიური საუბრის განუყოფელი ნაწილია. თუკი თქვენ გადაწყვიტეთ ინგლისურის ცოდნის გაღრმავება, აუცილებლად უნდა იცოდეთ ეს 20 იდიომა, ისინი საკმაოდ ხშირად გვხვდება ინგლისურ ენაში და ზოგიერთი მათგანი ღიმილსაც იწვევს.
A Chip on Your Shoulder – არა, ეს არ ნიშნავს, რომ მხარზე რაღაცის ნატეხი დაგეცათ. “To have a chip on one”s shoulder” ნიშნავს წარსული წარუმატებლობის გამო დარჩენილ წყენას, რომელიც ადამიანს წლების განმავლობაში ახსოვს.
Bite Off More Than You Can Chew – ეს იდიომი ნიშნავს რაღაც მსგავსს: როდესაც ბუტერბროდის იმდენად დიდ ნაჭერს კბეჩთ, რომ ყბების მოძრაობაც არ შეგიძლიათ, მის დასაღეჭად. ანუ თქვენს თავზე იმაზე მეტს იღებთ, ვიდრე შეგიძლიათ. მაგალითად, სიტუაცია, როდესაც თქვენ თანხმობას აცხადებთ, შექმნათ 10 საიტი კვირაში, როდესაც, როგორც წესი, თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ 5.
You Can’t Take It With You – ამ იდიომის აზრი არის ის, რომ თქვენ არ შეგიძლიათ თან წაიღოთ რაიმე ნივთი გარდაცვალების შემდეგ, ამიტომ არ ღირს ყველაფერზე უარი უთხრათ საკუთარ თავს, ან ინახავდეთ რაღაცას მხოლოდ მნიშვნელოვანი მოვლენისთვის. You Can”t Take It With You – გიხმობთ იცხოვროთ დღევანდელი დღით, რადგან საბოლოოდ, თქვენი ნივთები თქვენზე დიდხანს ცოცხლობენ.
Everything But the Kitchen Sink – ეს გამოთქმა აღნიშნავს, რომ თითქმის ყველაფერი იყო შეფუთული/მოპარული. მაგალითად, თუ ვინმე ამბობს “The thieves stole everything but the kitchen sink!” ეს ნიშნავს, რომ ქურდებმა მოიპარეს ყველაფერი, რისი წაღებაც თან შეეძლოთ. მართლაც, ძალიან რთულია აწიო და წაიღო ნიჟარა.
Over My Dead Body – ამ ფრაზას ბევრი ჩვენგანი გაიგებს. იდიომი, რომელიც ნიშნავს: “მხოლოდ ჩემი სიკვდილის შემდეგ”.
Tie the Knot – მნიშვნელობა – დაქორწინება. ეს ფრაზა ძველი ტრადიციის საფუძველზე არსებობს, ახალდაქორწინებულებს ხელებს სიმბოლურად ლენტით უკრავდნენ, რათა მათი თანაცხოვრება ხანგრძლივი ყოფილიყო.
Don’t Judge a Book By Its Cover – სიტყვასიტყვით ეს ფრაზა ასე ითარგმნება: “ნუ განსჯით წიგნს მისი გარეკანით”. მას იყენებენ იმ შემთხვევაში, როდესაც სურთ ახსნან, რომ ყველაფერი არ არის ისეთი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირველი შთაბეჭდილება უარყოფითია.
When Pigs Fly – პარალელი შეგვიძლია გავავლოთ ფრაზასთან: “როცა ვირი ხეზე ავა”, ეს იდიომი ნიშნავს “არასდროს”.
A Leopard Can’t Change His Spots – ფრაზის არსი შემდეგში მდგომარეობს: “თქვენ ხართ ისეთი, როგორიც ხართ”. ადამიანს არ შეუძლია შეცვალოს ის, როგორიც რეალურად არის შინაგანად, ისევე, როგორც ლეოპარდს არ შეუძლია, შეცვალოს თავისი შეფერილობა.
Wear Your Heart on Your Sleeve – ანუ გამოხატეთ საკუთარი ემოციები თავისუფლად, თითქოს თქვენი გული სხეულის გარეთაა.
Bite Your Tongue! – კიდევ ერთი შესანიშნავი ფრაზა – “ენას კბილი დააჭირე”. გამოიყენება, როდესაც ადამიანს ურჩევენ დაწყნარდეს.
Put a Sock In It – ეს გამოთქმა უფრო უხეშია – ნიშნავს “მოკეტე”. იდეა გასაგებია – თუ წინდას ჩატენით ადამიანს პირში, იგი ვერ შეძლებს ლაპარაკს. სავარაუდოდ, ამ იდიომას მაშინ იყენებენ, როდესაც წინა იდიომამ – Bite Your Tongue! ვერ იმოქმედა.
Let Sleeping Dogs Lie – აზრი მდგომარეობს შემდეგში: თუ რამდენიმე ძაღლს ჩხუბის შემდეგ მშვიდად სძინავს, უმჯობესია, თავი დავანებოთ. იდეა შემდეგშია – არ ღირს გავიხსენოთ ძველი ჩხუბი/საკამათო თემები, რადგანაც შესაძლოა, მათ კვლავ უთანხმოება გამოიწვიონ.
Foam at the Mouth – აღწერს მდგომარეობას, როდესაც ადამიანი სიბრაზისგან იღრინება, პირზე ქაფი ადგება, როგორც ცოფიან ძაღლს. ანალოგიურია, როდესაც ამბობენ “გაცოფებულია”.
A Slap on the Wrist – აღნიშნავს ძალიან მსუბუქ დასჯას. მაჯაზე მსუბუქად დარტყმა არ გამოიწვევს ძლიერ ტკივილს, სამაგიეროდ მომავალში არასწორი ქმედების ჩადენისას კარგ შემაკავებელ ფაქტორად მოგვევლინება.
You Are What You Eat – სიტყვა-სიტყვით თარგმანი შემდეგია: “ის ხარ, რასაც ჭამ”.
It’s a Piece of Cake! – ნიშნავს, რომ ეს საოცრად მარტივია. რა შეიძლება იყოს უფრო ადვილი, ვიდრე ერთი ნაჭერი ნამცხვრის შეჭმა?
It Takes Two to Tango – ამ ფრაზის აზრია ის, რომ როგორც ერთ ადამიანს არ შეუძლია ტანგოს ცეკვა, ასევე იმ საქმეში, სადაც ორი ადამიანი მონაწილეობდა და რაღაც მოხდა, შედეგზე პასუხისმგებლობა ეკისრება ორივე პიროვნებას.
Head Over Heels – იდიომა აღნიშნავს “იყო უჩვეულოდ გახარებული, ამაღლებულ განწყობაზე”, განსაკუთრებით სიყვარულში (მიახლოებული მნიშვნელობა – “ყურებამდე შეყვარებული”)
An Arm and a Leg – შესანიშნავი ფრაზაა, რომელიც აღნიშნავს რეაქციას ძვირადღირებულ ნივთზე. მომენტი, როდესაც ფასი იმდენად მაღალია, რომ ნივთის შესაძენად სხეულის რომელიმე ნაწილის გაყიდვა მოგიწევთ.
წყარო: lifehacker