ნორვეგიაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის სკოლებში სწავლა განახლდა
ნორვეგიაში დაწყებითი კლასის მოსწავლეები სკოლებში ბრუნდებიან. ექვსკვირიანი დისტანციური სწავლების შემდეგ, ექვსიდან ათ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა.
ახალი რეგულაციის მიხედვით, კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა 15 ბავშვით არის განსაზღვრული.
ამასთან, მშობელთა ერთი ნაწილი სასწავლო პროცესის აღდგენას აკრიტიკებს, ისინი მიიჩნევენ, რომ სკოლებში დაბრუნება ჯერ კიდევ საფრთხის შემცველია.
ნორვეგიაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვები 12 მარტს დაწესდა.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ნორვეგიაში „კოვიდ-19“-ის 7527 შემთხვევა დაფიქსირდა, აღნიშნული ვირუსით 201 ადამიანი დაიღუპა.
წყარო: 1tv.ge
-
დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქართველი ქალები
by მასმედია
-
განათლების მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
წვევამდელთა სამხედრო სამსახურზე თავის არიდებაში დახმარება 3 000 ლარად – დაკავებულია ქუთაისის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი
by მასმედია