ნუ შევაფასებთ მოზარდებს გამოცდების ქულებით! – აბიტურიენტის პედაგოგი მშობელი საზოგადოებას მიმართავს
განათლების მეცნიერებების მაგისტრი, თბილისის #192 საჯარო სკოლის უფროსი მასწავლებელი ქართულ ენაში და 2020 წლის აბიტურიენტის დედა თამარ ლომიტაშვილი აბიტურიენტების მშობლებს და საზოგადოებას მიმართავს:
“ჩვენი შვილები, არ არიან ის სამკაულები, რაც არ გვაღირსეს მშობლებმა, მეგობრებმა, ქმრებმა, დედამთილებმა, საყვარლებმა… რაც სულ გვინდა და ისიც არ ვიცოდოთ რისთვის ან ვისთვის გვინდოდა და არც ის მოგვსვლია აზრად, თავად მიგვეძღვნა საკუთარი თავისთვის… ზოგ შემთხვევაში, აღმოჩნდა, რომ ყველაზე დიდი სამშვენისი, რაც კი შევქმენით, შვილია და ახლა გვინდა ისინი ჩამოვიკიდოთ გულზე, ყურებზე, ავისხათ თითებზე, მაჯებზე და მოვიწონით თავი – ჩვენი შვილების მაღალი ქულებით!
გრანტს თუ ვერ აიღებენ, არაუშავს, ,,რაღაცნაირად გადავუხდით” მაგრამ რა ვუთხრათ, მეზობლებს, მეგობრებს, უცნობებს, ნაცნობებს – როგორ ამოვთქვათ რომ ერთადერთი სამკაული, რომელიც შევქმენით ,,ბრილიანტი ვერ გამოდგა” და არც ისე ბრწყინავს?!
ნუ ვეცდებით შვილებით თავის მოწონებას! ჯერ საკუთარ თავს მოვთხოვოთ ის ყველაფერი, რასაც მათგან ვითხოვთ…
შვილი სატრაბახო ნივთი არაა!
ნუ შევაფასებთ მოზარდებს გამოცდების ქულებით!”.
-
„როგორ გადავაქციე მათემატიკა ცოცხალ კვლევად“ – AI და პროექტზე დაფუძნებული სწავლება XI კლასში
by განათლებული ბლოგი
-
დარჩება თუ არა სკოლებში მუსიკა და ხელოვნება? – „განათლებაზე“ ვზრუნავთ, მაგრამ მთავარი ჩვენი ყურადღების მიღმა რჩება!“
by განათლებული ბლოგი
-
პიროვნება და სახელმწიფო „დიდოსტატის მარჯვენის“ მიხედვით, გიორგი I და კონსტანტინე არსაკიძე – აბიტურიენტის საკითხავი (განხილვა)
by რჩევები