ონლაინ ლექცია კსუ-ში – „ბიოლოგიური ომისა და ბიოტერორიზმისაგან მომდინარე გლობალური საფრთხეები“
18 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ონლაინ ლექცია გაიმართა თემაზე – „ბიოლოგიური ომისა და ბიოტერორიზმისაგან მომდინარე გლობალური საფრთხეები“.
ონლაინ ლექციას უძღვებოდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში – ვახტანგ მაისაია და პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასისტენტი, საერთაშორისო უსაფრთხოების ანალიტიკოსი – ალიკა გუჩუა.
მომხსენებლებმა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები მიმოიხილეს, როგორიცაა: მასობრივი განადგურების იარაღის სახეობები; მათი გაუვრცელებლობის საერთაშორისო ხელშეკრულებები; ბიოლოგიური აგენტი; ენტომოლოგიური ომი და სხვ.
შეხვედრის მეორე ნაწილი კი სტუდენტებთან კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა. მათი კითხვები ძირითადად საქართველოსა და მსოფლიო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებს უკავშირდებოდა, რამაც საინტერესო და აქტიური დისკუსია გამოიწვია.
-
CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტმა საჯარო ლექციას უმასპინძლა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
პლატფორმული დასაქმების გამოწვევების შესახებ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო შეხვედრა გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და Chardins Voyages-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი