ონლაინ სწავლების თანამედროვე მეთოდების შესახებ პოლონეთის დელეგაციასთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
10 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პარტნიორი „ოსტროვიეცის ბიზნესისა და მეწარმეობის უნივერსიტეტის“ (პოლონეთი) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხრიდან ესწრებოდნენ კანცლერის მოადგილე ნინო ჩუბინიძე, ასევე, კსუ-ის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ლექტორები, „ოსტროვიეცის ბიზნესისა და მეწარმეობის უნივერსიტეტის“ (პოლონეთი) მხრიდან კი დელეგაციის ხელმძღვანელი, ვიცერექტორი, ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი სტეფან სუშკა, ასოცირებული პროფესორები – მონსიონიორ იოსეფ გროჩალა და მარიან ქიჩონი.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ონლაინ სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვაზე სასწავლო პროცესში და ელექტრონული სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებზე. ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და შესთავაზეს გარკვეული რეკომენდაციები. მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბოლო 2 წელია ინტენსიურად მუშაობს ონლაინ ელექტრონული სწავლების მექანიზმების დანერგვაზე და უკვე შემუშავებული აქვს დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის მოდელი.
-
CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტმა საჯარო ლექციას უმასპინძლა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
პლატფორმული დასაქმების გამოწვევების შესახებ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო შეხვედრა გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და Chardins Voyages-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი