GE

პედაგოგების კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტები გორის მუნიციპალიტეტში

კორონავირუსით გორის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი პედაგოგი გარდაიცვალა. ექიმებმა 56 წლის მასწავლებლის გადარჩენა, რომელიც 10 დღის განმავლობაში გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა ვერ შეძლეს. იგი წლების განმავლობაში ყელქცეულის საჯარო სკოლაში ასწავლიდა.

გასულ კვირას COVID-19 – ის დიაგნოზით გარდაიცვალა ამავე სკოლის კიდევ ერთი პედაგოგი, რომელსაც თანმდევი დაავადება, სიმსივნე ჰქონდა. კორონავირუსმა იმსხვერპლა ბერშუეთის სკოლის 56 წლის მასწავლებელიც. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით სკოლებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს, ინფიცირებულებს შეხება არც მოსწავლეებთან და არც სკოლის ხსვა თანამშრომლებთან ჰქონდათ. ამ დროისთვის გორის მუნიციპაალიტეტში ათამდე პედაგოგია ინფიცირებული.

“სამწუხაროდ კორონავირუსის გამო გარდაიცვალა ქალბაატონი ეთერი, რომელიც ძალიან კაარგი მასწავლებელი იყო. ჩვენი სკოლის სულ 3 პედაგოგი იყო ინფიცირებული და მათი მდომარეობა ამ ეტააპზე დამაკმაყოფილებელია“, – გვითხრა ბერშუეთის სკოლის დირექტორმა.

,,კორონავირუსი შეეხო ყელქცეულის საჯარო სკოლასაც. ამ ვირუსით გარდაიცვალა ჩვენი პედაგოგი, რომელიც 56 წლის იყო“, – გვითხრა ყელქცეულის სკოლის დირექტორმა.

მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური