პედაგოგის ინფიცირების გამო, თბილისის 53-ე საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
თბილისის 53-ე საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა, – ამის შესახებ სკოლის დირექტორმა, ეკატერინე გახარიამ განაცხადა.
მისივე განცხადებით, ვირუსი სკოლის ერთ-ერთ პედაგოგს დაუდგინდა.
„მას სამასწავლებლოში ბევრ პედაგოგთან ჰქონდა შეხება. ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით, გადავედით დისტანციურ სწავლებაზე. გუშინ მე-5 და მე-6 კლასების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა იგეგმებოდა, თუმცა, საბოლოოდ, I-დან IV კლასის ჩათვლითაც გადავედით ამ რეჟიმზე. I-VI კლასებში სულ 739 ბავშვია“, – განაცხადა ეკატერინე გახარიამ.
დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 186 ადამიანს დაუდასტურდა, 278 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 18 663 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 8338 ადამიანი, გარდაიცვალა 143 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში 6300 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდ-სასტუმროში – 1388, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
წყარო: იმედი
- შენარჩუნდება თუ არა ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დისტანციური დასწრების არჩევის შესაძლებლობა? პასუხი ცნობილია by ARIS.GE-განათლება
- კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, აპლიკანტი გამოცდაზე 7 დღის განმავლობაში ვერ გავა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- რა შემთხვევაში აიცრებიან მეორე ბუსტერდოზით 12-17 წლის ასაკის პირები – მინისტრის ბრძანება by EDUVID-19