პროფესიის არჩევის შესახებ – ყოფილი სტუდენტის ბლოგი აბიტურიენტებს
მოგესალმებით, დავამთავრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით, არ გეგონოთ მეგობრებო რომ cv ის დაწერში ვვარჯიშობ, არა.. მე სულ სხვა რამეზე მინდა გესაუბროთ. ჩემი საუბრის თემაა პროფესიის არჩევის პრობლემა მოზარდებში.
დიახ.. ეს თითქოსდა ადვილი საკითხი, საბოლოოდ ბევრ კითხვისნიშანს აჩენს. დავიწყებ იმით, რომ 18 წლის ადამიანი, რომელიც ემშვიდობება სკოლის მერხს და ფეხს დგამს სხვა განზომილებაში, რასაც სტუდენტობა ქვია, გააზრებული არ აქვს რა უნდა, რისთვის უნდა და ასე შემდეგ. მეც ზუსტად ამ მდგომარეობაში ვიყავი, არ ვიცოდი რა მინდოდა და ჩემი პროფესიის არჩევის მომენტიც სპონტანური იყო, თუმცა მინდა ვთქვა, რომ მე გამიმართლა და ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში უკვე ეჭვი აღარ მეპარება .
პროფესიის არჩევით ჩევნ ვგეგმავთ ჩვენ ცხოვრებას, ამიტომ, ამ დროს დაფიქრება გვმართებს, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ აბიტურეინტების უმრავლესობა პროფესიას გაუაზრებლად ირჩევს, ან ბანალური პრინციპით “სადაც გამიმართლებს იქ მოვხვდები“. ამ პრინციპით არჩეულ ფაკულტეტზე სწავლა კი, საბოლოოდ, იმით მთავრდება, რომ 4 წლის მერე ხელში გიჭირავს დიპლომი .. უბრალო მუყაოს ქაღალდი, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს… ჩემი აზრით, ამ პრობლემას ქვეყანაში არსებული წიგნიერების დაბალი დონე იწვევს. თუმცა ესეც არაა მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ გვიჭირს ჩვენი მომავლის დაგეგმვა პროფესიასთან დაგაკვშირებით.
კიდევ ერთი… 18 წლის ასაკში, როცა სკოლას ამთავრებ, ჯერ მაინც ბავშვი ხარ და ვერ იაზრებ სრულყოფილად მომავალში რა გააკეთო, ან 18 წლის მოზარდს როგორ შეიძლება მოთხოვო, მოდი დაგეგმე მთელი ცხვორება რისი კეთება გინდაო…
თუმცა არიან ერთეულებიც, რომლებსაც თავიდანვე აქვთ გააზრებული და ჩამოყალიბებული მყარი აზრი და მიზნები თავისი პროფესიის შესახებ. მაგალითად, ზოგს ბავშვობიდან იტაცებს ექიმობა, ზოგს იურისტობა და ა.შ. ჩემი აზრით, ასეთ ადამიანებს უბრალოდ ძალიან გაუმართლათ, რადგან თავიდანვე იციან რისი მიღება სურთ ცხოვრებისგან.
საქართველოში (ალბათ საზღვარგარეთაც) პროფესიის არჩევის დროს დგება მომენტი, როდესაც მშობელი აქტიურად ერევა შვილის მომავლის დაგეგმვაში. არც ეს მგონია სწორი .. იმიტომ, რომ თუ მშობელი ექიმია აუცილებლად შვილსაც სამედიცინოზე სწავლის გაგრძელებას ურჩევს. იქნებ ჯერ გეკითახთ შვილებისთვის, თავად რა სურთ და მერე გაგეზიარებინათ თქვენი აზრი. მშობლების კიდევ ერთი სისუსტე – დიპლომის „კულტი“. მეღიმება ამაზე. რატომ გინდათ, რომ ყველას ჰქონდეს ეს დიპლომი, ნუთუ არ შეიძლება ადამინმა უმაღლესი განათლება არ მიიღოს და ისწავლოს რაღაც ხელობა. მაგალითად იყოს იუველირი, დურგალი, დალაქი და ასე შემდეგ. მაგრამ ეს საქართველოა და აქ თუ დიპლომიანი გქვია, უკვე რაღაცას წარმოადგენ.
ჩემი ერთი სტატიით რა თქმა უნდა ამ პრობლემას ვერ ამოვწურავ, მაგრამ მე მსურს, რომ ასე გამოვხატო ჩემი აზრი და გულისტკივილი იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს საქართველოში ხდება. მე ვერ შემოგთავაზებთ ალტერნატივებს, თუ როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა, თუმცა ვურჩევდი მომავალ აბიტურიენტებს რომ კარგად გაიაზრონ რას ირჩევენ. რისთვის ირჩევენ და რატომ ირჩევენ.
საინტერესო ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის
სოფო მაისურაძე
სასკოლო კვლევების ცენტრი