GE

ქართულ უნივერსიტეტში თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის რიგგარეშე მობილობა გამოცხადდა

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი აცხადებს 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში რიგგარეშე მობილობას დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის/აბიტურიენტებისთვის.

2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების ვაკანტური ადგილები ასე გამოიყურება:

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლაში

  • სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე – 5 ადგილი (სწავლის წლიური საფასური – 2450 ლარი);

ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში

  • ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე – 60 ადგილი (სწავლის წლიური საფასური – 2250 ლარი);
  • ბიზნესის ადმინისტრირების (მენეჯმენტი) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე – 15 ადგილი (სწავლის წლიური საფასური – 2250 ლარი).

მობილობით გადმოსულ ყველა სტუდენტს, უნივერსიტეტის რეგულაციებით დადგენილი პირობების გათვალისწინებით:

  • სახელმწიფო სასწავლო გრანტის არმქონე პირს დაუფინანსდება სწავლის წლიური საფასურის 20% (სწავლის წლიური გადასახადი ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და ბიზნესის ადმინისტრირების (მენეჯმენტი) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე განესაზღვრებათ 1800 ლარის ოდენობით, ხოლო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე 1960 ლარის ოდენობით;
  • 50%-იანი სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტი მიიღებს 20%-ან საუნივერსიტეტო თანადაფინანსებას და სწავლის წლიური გადასახადი ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და ბიზნესის ადმინისტრირების (მენეჯმენტი) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე განესაზღვრებათ 675 ლარის ოდენობით, ხოლო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე 705 ლარის ოდენობით;
  • 70%-ნი სახელწიფო გრანტის მქონე სტუდენტი მიიღებს საუნივერსიტეტო თანადაფინანსებას დარჩენილი 30%-ის ოდენობით და სწავლის წლიური გადასახადი მათ ყველა პროგრამაზე დაუფინანსდებათ სრულად,
  • 100%-ნი სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტს მიეცემა სტიპენდია 125 ლარის ოდენობით
    სურვილის შემთხვევაში, სტუდენტებს სთავაზობს სწავლის სემესტრული/წლიური საფასურის გადახდის ეტაპობრივი გადახდის პირობებს.

2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:

  • რიგგარეშე მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) – 2020 წლის 13 – 28 თებერვალი;
  • კრედიტების აღიარებისა და გასაუბრების კომისიების მუშაობა და დასკვნების მომზადება – 2020 წლის 17 თებერვალი 2 მარტი;
  • სტუდენტების ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი დადასტურება – 2020 წლის 18 თებერვალი – 4 მარტი;
  • დეკანატებისა და აღიარების კომისიების მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა მობილობის ფარგლებში მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მოსამზადებლად – 2020 წლის 6 მარტი;
  • მობილობის ფარგლებში გადმოყვანის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა მართვის სისტემაში – 2020 წლის10 მარტი.
დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური