SANGU-ში დოქტორანტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
25 ნოემბერს, წმიდა ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა დოქტორანტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
უნივერსიტეტის მიერ 26 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სამსახურის წარმომადგენლებმა დოქტორანტებს სადოქტორო სწავლების გზამკვლევი გააცნეს და განუმარტეს, რა მოთხოვნები და პროცედურები უნდა გაითვალისწინონ პროგრამაზე ჩარიცხვიდან დისერტაციის დაცვამდე.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სადისერტაციო ნაშრომის ფორმატს, სტრუქტურასა და მისი მომზადებისთვის უნივერსიტეტში დადგენილ აკადემიურ სტანდარტებს. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს დოქტორანტთა სასწავლო და კვლევითი ვალდებულებები და აკადემიური თუ ადმინისტრაციული მხარდაჭერა, რომლითაც დოქტორანტებს სწავლის სხვადასხვა ეტაპზე შეუძლიათ ისარგებლონ.
უნივერსიტეტი მომავალშიც გააგრძელებს დოქტორანტებისთვის საინფორმაციო და საგანმანათლებლო შეხვედრების ორგანიზებას, რათა ხელი შეუწყოს პროგრამის მოთხოვნების უკეთ გააზრებასა და კვლევითი საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებას.
-
„აღმოაჩინე ფიზიკა ექსპერიმენტებით“ – SANGU მოსწავლეებს პროექტში „მე ექსპერიმენტატორი“ მონაწილეობის მისაღებად იწვევს
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ს გუნდმა „საქართველოს უნივერსიადა 2026-ის ფარგლებში“ გამართულ ქუჩის ფეხბურთის ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ში მაგისტრანტებისთვის საინფორმაციო-პრაქტიკული სემინარი გაიმართება
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი