„ქართული დიპლომატიის თანამედროვე გამოწვევები: სამეზობლო პოლიტიკა და ევროატლანტიკური ინტეგრაცია“ – ლექცია კსუ-ში
5 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ქართული დიპლომატიის კვირეულის მესამე დღე საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტს, ირაკლი გოგავას დაეთმო თემაზე: „ქართული დიპლომატიის თანამედროვე გამოწვევები: სამეზობლო პოლიტიკა და ევროატლანტიკური ინტეგრაცია“.
ლექციის ფარგლებში ირაკლი გოგავამ მიმოიხილა საქართველოს საგარეო პოლიტიკა რუსეთის ფედერაციასთან, ასევე, თურქეთთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან, მათთან ურთიერთობის დინამიკა, არსებული შესაძლებლობები და გამოწვევები. ხაზი გაესვა რეგიონული პროექტების მნიშვნელობას და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შესაძლებლობებს.
ლექცია ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, სადაც მსმენელებს საშუალება ჰქონდათ სპიკერისთვის მათთვის საინტერესო შეკითხვები დაესვათ ან კონკრეტული მოსაზრებები დაეფიქსირებინათ.
ცნობისთვის, ქართული დიპლომატიის კვირეული საერთაშორისო პოლიტიკითა და დიპლომატიით დაინტერესებული პირებისთვის ოთხი დისტანციური ლექციისგან შედგება. ზოგადად, კვირეული ქართული დიპლომატიის დღეს ეძღვნება (3 ნოემერი), ეს თარიღი კი ქართველი დიპლომატების პროფესიულ დღესასწაულად 2004 წელს დაწესდა და ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება.
კვირეული, რომელმაც საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების სამსახურის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით იმართება, დასრულების შემდეგ კი მსმენელებს ელექტრონული სერტიფიკატები გადაეცემათ.
- CIU-ს წარმომადგენლები საერთაშორისო ფორუმზე – „ინოვაციების სამიტი – ინოვაციების გაძლიერება გლობალური მასშტაბით“ by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- მოსწავლეების ვიზიტი CIU-ში პროექტის – „მედიაწიგნიერება და მედიის როლი საზოგადოების ინფორმირებაში“ – ფარგლებში by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- „დაიცავი ჩემი უფლებები!” – CIU-ში შშმ პირთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი