ქართული უნივერსიტეტი 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის მობილობას აცხადებს
საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის მობილობას აცხადებს.
2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების ვაკანტური ადგილები:
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა:
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:
- სამართალი – 30 ადგილი
- საერთაშორისო ურთიერთობები და რეგიონალური პროცესები – 30 ადგილი
- ისტორია – 25 ადგილი
- ქართული ფილოლოგია – 25 ადგილი
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე
- სამართალი – 19 ადგილი
- საჯარო მმართველობა – 18 ადგილი
- ქართული ფილოლოგია – 3 ადგილი
ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა:
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:
- ბიზნესის ადმინისტრირება – 42 ადგილი
- ტურიზმის ბიზნესი – 20 ადგილი
- ეკონომიკა – 15 ადგილი
- ფსიქოლოგია – 15 ადგილი
- კომპიუტერული მეცნიერება – 20 ადგილი;
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე
- ბიზნესის ადმინისტრირება – 20 ადგილი
- სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია – 10 ადგილი
- ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება – 3 ადგილი
მობილობით გადმოსულ ყველა სტუდენტს, უნივერსიტეტის რეგულაციებით დადგენილი პირობების გათვალისწინებით:
- დაუფინანსდება სწავლის წლიური საფასურის 20% (სწავლის წლიური გადასახადი სტუდენტებს ყველა პროგრამაზე, გარდა სამართლისა და საჯარო მმართველობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებისა განესაზღვრებათ 1800 ლარის ოდენობით, სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე 1960 ლარის, ხოლო საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე – 1880 ლარის ოდენობით;
- 50% სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტი მიიღებს 20% საუნივერსიტეტო თანადაფინანსებას და სწავლის წლიური გადასახადი მათ ყველა პროგრამაზე, გარდა სამართლისა და საჯარო მმართველობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებისა, განესაზღვრებათ 675 ლარის ოდენობით, სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე 735 ლარის, ხოლო საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე – 705 ლარის ოდენობით;
70% სახელწიფო გრანტის მქონე სტუდენტი მიიღებს საუნივერსიტეტო თანადაფინანსებას დარჩენილი 30%-ის ოდენობით და სწავლის წლიური გადასახადი მათ ყველა პროგრამაზე დაუფინანსდებათ სრულად; - 100% სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტს მიეცემა სტიპენდია 125 ლარის ოდენობით;
სურვილის შემთხვევაში, სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ სწავლის სემესტრული საფასურის გადახდის ეტაპობრივი გადახდის პირობებებით.
2019 – 2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:
- მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) – 2020 წლის 11-17 თებერვალი;
- კრედიტების აღიარებისა და გასაუბრების კომისიების მუშაობა და დასკვნების მომზადება- 2020 წლის 12-18 თებერვალი;
- სტუდენტების ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი დადასტურება – 2020 წლის 13-19 თებერვალი;
- დეკანატებისა და აღიარების კომისიების მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა
- მობილობის ფარგლებში მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტისმოსამზადებლად – 2020 წლის 19 თებერვალი;
- მობილობის ფარგლებში გადმოყვანის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადებადა წარდგენა მართვის სისტემაში – 2020 წლის 20 თებერვალი.
მობილობის წესით გადმოსვლის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
- განცხადება (ივსება ადგილზე);
- სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);
- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის (ჩარიცხვის ბრძანება, სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვ.) ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული); მაგისტრანტებისათვის – ინფორმაცია საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარებული ტესტის ტიპის შესახებ;
- სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
- სახელმწიფო/სოციალური გრანტის მქონე სტუდენტებმა ცენტრის მიერ გაცემული ცნობა გრანტის გადმოტანის შესაძლებლობის, ოდენობის (ლარში) და დაფინანსების პერიოდის მითითებით.
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების (არსებობის შემთხვევაში) ცენტრის მიერ აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ქართულ უნივერსიტეტს.