GE

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა და მზადება ახალი სასწავლო წლისთვის

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ქუთაისთან ახლოს, 153 ჰექტარზე, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. უნივერსიტეტის მშენებლობის პირველი ფაზა დასრულდა და KIU მზადაა 2020 წლის შემოდგომიდან სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღოს.

KIU-ს სტუდენტებს უნივერსიტეტში დახვდებათ თანამედროვე სტანდარტების სრულად მოწყობილი სტუდენტური საცხოვრებლები, სტუდიოს ტიპის ინდივიდუალური და ორადგილიანი ოთახები, რომელიც აღჭურვილია ავტონომიური გათბობისა და გაგრილების სისტემებით, სველი წერტილებით, საძინებლით, სამზარეულოთი და სამეცადინო კუთხით. ოთახები აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, ავეჯით, ყველა საჭირო ინვენტარითა და ინტერნეტის უწყვეტი კავშირით.

ფ ო ტ ო ე ბ ი 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსი მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს.

KIU წელს სტუდენტებს მიიღებს მათემატიკის, მენეჯმენტის და კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამებზე. უნივერსიტეტში ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ხორციელდება. აბიტურიენტებს, რომლებსაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სურთ სწავლა, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში უნდა მიუთითონ უნივერსიტეტის კოდი – 197.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური