ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსის დაჯილდოება გაიმართა
საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციის ორგანიზებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსის – M ვექტორის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.
გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა ალექსანდრე თევზაძემ და ფონდი ქართუს აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკო ჩხეტიანმა.
კონკურსი მარტში დაიწყო და მასში მონაწილეობა დამამთავრებელი კლასების 500-მდე მოსწავლემ მიიღო. ფინალურ ეტაპზე 73 მონაწილე გადავიდა. საპრიზო პირველი, მეორე და მესამე ადგილები 18 მონაწილეს შორის გადანაწილდა. თვრამეტივე გამარჯვებულისთვის სპეციალური ფასიანი პრიზი დააწესა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა. პირველ ადგილზე გასული ხუთი მოსწავლე მომავალ წელს მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სტემ საზაფხულო ბანაკში.
დაჯილდოებამდე პროექტის მონაწილეებისთვის საინფორმაციო ტური მოეწყო KIU-ს სტუდენტურ ქალაქში, სადაც მოსწავლეებსა და მათ მშობლებს საშუალება ჰქონდათ პირადად გაცნობოდნენ უნივერსიტეტის კამპუსს, სასწავლო და საცხოვრებელ კორპუსებს.
კონკურსის შესახებ: M ვექტორი მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების განვითარების ხელშემწყობი თვისებრივად ახალი, თანამედროვე გამოწვევებსა და ტენდენციებს მისადაგებული ფორმატის კონკურსია, რომელიც ორიენტირებულია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებზე. „M ვექტორი“ მონაწილეებს არა მხოლოდ მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების გამოვლენას და ცოდნის გაღრმავებას, არამედ ამ ცოდნით კონკრეტული მათემატიკური პრობლემების საინტერესო გადაჭრის გზების მიგნებას სთავაზობს. „M ვექტორი“ იმ მეთორმეტეკლასელებსა და აბიტურიენტებზეა გათვლილი, რომლებსაც აინტერესებთ და უყვართ მათემატიკა, თუმცა პროექტი მკაცრს შეზღუდვას არ აწესებს – მასში მონაწილეობის მიღება მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებსაც შეუძლიათ.
- მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსის განმახორციელებელია საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაცია (EPRA);
- პროექტის პარტნიორია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU);
- M ვექტორის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი ქართუ;
- კონკურსი განათლების, მეცნიერების, განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მხარდაჭერით ჩატარდა.
- მომავლის პროფესიებში სპეციალისტების მომზადება: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოების ტრენინგპროგრამებზე მიღება დაიწყო by ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი (FIM)” – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ევროპაში წარმატებულ სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტების მიღებას იწყებს by ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- საქართველოს ნაკრებმა ახალგაზრდა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირში ვერცხლის მედალი მოიპოვა by ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი