GE

ქუთაისის უნივერსიტეტის ინიციატივით რეგიონის ჟურნალისტებთან გაიმართა ონლაინ შეხვედრა თემაზე „მედია და ქალთა მიმართ ძალადობა“

ქუთაისის უნივერსიტეტის (UNIK) ინიციატივით რეგიონის ჟურნალისტებთან თემაზე “მედია და ქალთა მიმართ ძალადობა“ ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

ონლაინ ტრენინგი გენდერული ძალადობის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. მედიის წარმომადგენლების გარდა, მას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებიც ესწრებოდნენ.

პრეზენტაცია საქართველოს ადვოკატთა და ამერიკის იურისტთა ასოციაციების სერთიფიცირებულმა ტრენერმა, ქუთაისის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა გელა სიორდიამ წარადგინა და ისაუბრა ქეისებზე, რომლებიც ძალადობის ტიპით ერთმანეთისგან მკაფიოდ განსხვავდება, მის პრევენციასა და გამომწვევ მიზეზებზე.

ტრენინგის მონაწილეთა განსაკუთრებულ ინტერესს ძალადობის მსხვერპლთან როგორც რესპონდენტთან ურთიერთობის ფორმები წარმოადგენდა, რაზეც კომპეტენტური რჩევები მიიღეს. ტრენერმა კიდევ ერთხელ ახსნა რა მნიშვნელოვანია მედიის სწორი აქცენტები ძალადობის ფაქტების გაშუქების დროს და რა გადამწყვეტია ამ დროს ემპათია.

ქუთაისის უნივერსიტეტის (UNIK) ტრენინგების ციკლს სამოქალაქოდ აქტიურ თემებზე, სხვადასხვა პროფესიულ და ასაკობრივ ჯგუფებთან მომავალშიც გეგმავს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური