GE

რა კითხვებს ვერ პასუხობს განათლების პროგრამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“

ვაგრძელებთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების განათლების პროგრამების შესახებ დამატებითი ინფორმაციის გამოქვეყნებას.

პარტიებთან კომუნიკაცია საინტერესოა ჩვენი მკითხველისთვის და სასარგებლოა პოლიტიკური პარტიებისთვის, ვინაიდან მივეცით შესაძლებლობა უშუალოდ სამიზნე აუდიტორიას ესაუბრონ და კიდევ უფრო ნათლად აჩვენონ თავიანთი შესაძლებლობები ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში.

როგორც ცნობილია, EDU.ARIS.GE-ზე შეიქმნა სპეციალური სივრცე – edu.aris.ge/elections2020, სადაც განთავსებულია პოლიტიკური პარტიების პროგრამები და წინასაარჩევნო ხედვები განათლების კუთხით. ჩვენ სხვადასხვა პარტიებსა და მათ ლიდერებს განათლებასთან დაკავშირებული კითხვებით მივმართეთ და მათი პასუხებიც გამოვაქვეყნეთ, პროცესი ისევ გძელდება.

პროგრამის შესაბამისი კითხვები გაეგზავნა პარტიას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ (იხ. პროგრამა) თუმცა პასუხები არ მიგვიღია და ვინაიდან გვსურს მკითხველი არ დავტოვოთ ინფორმაციის გარეშე, წარმოგიდგენთ კითხვებსა და საკითხებს, რაზეც პარტიამ პასუხები ვერ გასცა:

EDU.ARIS.GE: ჩვენს ხელთ არსებული არაერთი კვლევის თანახმად, განათლების საკითხი საქართველოს მოსახლეობის პრიორიტეტების სამეულშიც არ არის. ქვეყნის ზოგადად პატარა ბიუჯეტის პირობებში, მოკლევადიან პერსპექტივაში, რატომ უნდა გაზარდოთ განათლების ბიუჯეტი?
მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, პირობითად, სამხედრო დრონების ან ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატების რაოდენობის გაზრდა მოკლევადიან პერსპექტივაში ხომ არ არის ბევრად მიზანშეწონილი?

კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია.

EDU.ARIS.GE: თუ წელს, მიღებული სტუდენტების რაოდენობით ქვეყნის ყველაზე მზარდ უნივერსიტეტში (2019 შედარებით), ეროვნული გამოცდების შედეგად სახელმწიფო გრანტის მიმღები აბიტურიენტთა რაოდენობა მიღებულ აბიტურიენტთა საერთო რაოდენობასთან შეფარდებით 2%-ზე ნაკლებია, ნიშნავს ეს თუ არა რომ უმაღლესი განათლების ხარისხის კონტროლი არ არის სათანადო დონეზე?

კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია.

EDU.ARIS.GE: პარტიაში არსებული მონაცემებით, რამდენი პროცენტით გაიზარდა პროფესია მასწავლებლის მიმზიდველობა ბოლო წლებში მასწავლებლების გაზრდილი ანაზღაურების ფონზე? რომელ ადგილზე არის პოპულარულობით პროფესია მასწავლებელი ახალგაზრდა თაობაში (აბიტურიენტები, სტუდენტებში) სხვა პროფესიებს შორის?

კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია.

EDU.ARIS.GE: გაგრძელდება თუ არა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიერ „ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის“ სრული გეგმით დაფინასება პარტია „ქართული ოცნების“ არჩევნებში ნებისმიერი შედეგის მიღების შემთხვევაში.

კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია.

EDU.ARIS.GE: განათლების სისტემის რეფორმირებისთვის, სხვა ქვეყნების საუკეთესო მაგალითებზე დაყრდნობით, 8–12 წელი არის საჭირო. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, განიხილავთ თუ არა, ჰიპოთეტურად მაინც, საქართველოს განათლების სისტემის კოალიციურ, სხვა პარტიებთან კონსენსუსით მართვის შესაძლებლობას?

პარტიისგან პასუხი არც ამ კითხვაზე მიგვიღია.

EDU.ARIS.GE: გთხოვთ შეაფასეთ ზოგადად საქართველოს განათლების სამინისტროს მუშაობას ბოლო 8 წლის განმავლობაში 1-დან 10-ქულამდე.

კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია.

განათლება და მეცნიერება – ქართული ოცნება (№41)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური