GE

განათლება და მეცნიერება – ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო (№41)

გაეცანით “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წინნასაარჩენო პროგრამას განათლებაზე:

განათლებისა და მეცნიერების სფეროში ფუნდამენტური ცვლილებების განსახორციელებლად, მომდევნო 4 წლის განმავლობაში ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება:

  • გაიზრდება საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება;
  • მნიშვნელოვნად გაიზრდება ზოგადი განათლების საბიუჯეტო დაფინანსება;
  • გაიზრდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურება;
  • გაიზრდება პროფესიული განათლების საბიუჯეტო დაფინანსება;
  • გაიზრდება უმაღლესი განათლების დაფინანსება და ამავდროულად ჩამოყალიბდება დაფინანსების კონცეპტუალურად ახალი მოდელი;
  • საქართველო გახდება Erasmus+ პროგრამული ქვეყანა, რის შედეგადაც ხელმისაწვდომი იქნება პროგრამის ყველა კომპონენტი;
  • გაიზრდება სახელმწიფოს დაფინანსებით სამეცნიერო საგრანტო კონკურსების რაოდენობა;
  • ხელი შეეწყობა საზღვარგარეთ მოღვაწე აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის ქართულ სამეცნიერო სივრცესთან თანამშრომლობას;
  • ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ადრონული თერაპიის ცენტრი ჩამოყალიბდება, როგორც უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტის მქონე მეცნიერებისა და განათლების კერა.

რა კითხვებს ვერ პასუხობს განათლების პროგრამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“

(41.ge, web, 07.10.2020, 18:49)

იხილეთ სხვა პოლიტიკური პარტიებისა და გაერთიანებების წინასაარჩევნო ხედვები და დაპირებები განათლების შესახებ (EDU.ARIS.GE – ინფორმაცია განახლებადია)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm