რა პროცესშია უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის შემოღების საკითხი – მინისტრის მოადგილის პასუხი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე აცხადებს, რომ უმაღლესი განათლების დაფინანსების შესახებ მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული მიმდინარე პროექტით დღემდე შემუშავებული მოდელების ვარიანტებს “ცოტა ხანში წარმოადგენენ”.
ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ პარლამენტში დეპუტატების დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კითხვა შეეხებოდა საკითხს – ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების ფარგლებში, რამდენად დაუახლოვდა საქართველო საერთაშორისო სტანდარტებს უმაღლესი განათლების დაფინანსებისა და გადასახადების მიმართულებით.
“რაც შეეხება უშუალოდ უმაღლესი განათლების დაფინანსებას, დაფინანსების მოდელს, ჩვენ გვაქვს სწორედ მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის სწორედ უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის გადახედვა, შესაბამის სტანდარტებთან თანხვედრაში მოყვანა და ახალი მოდელის შემუშავება უმაღლესი განათლების მიმართულებით. სადა ვართ, სწორედ ის საერთაშორისო ორგანიზაცია შეაფასებს ქვეყანაში არსებულს და შეადარებს საერთაშორისო მოდელებთან და შემოგვთავაზებს განსხვავებულს. პროექტის ფარგლებში ჩართულია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ექსპერტები. სწორედ ვართ იმ პროცესში, როდესაც ეს გუნდი დაიწყებს შეფასების ნაწილზე მუშაობას და ძალიან ცოტა ხანში, ჩვენ შეგვიძლია უკვე, აი, ამ პროექტის შედეგებზე ვიმუშაოთ, უფრო სწორედ, გაგაცნოთ და იმ მოდელებზე, რომელზეც საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები ქართულ კონტენტთან მიმართებით და საერთაშორისო გამოცდილებასთან დაფუძნებით სწორედ შესთავაზებს და ევროკავშირის პასუხისმგებლობა და რეკომენდაცია, რომელიც აღებული აქვს ქვეყანას, კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდება დაფინანსების მოდელს”, – (სტილი დაცულია) განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
ცნობისთვის, უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის ცვლილებაზე უკვე 5 წელია საუბარი, და, განათლების სამინისტროს მტკიცებით, მუშაობაც მიმდინარეობს.
ევროპასთან ინტეგრაციის და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ანგარიში მოისმინეს ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ.
როგორი იქნება პროფესიული განათლების დაფინანსების ახალი მოდელი და სისტემა – რაზე მუშაობს სამინისტრო
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება