განათლების სამინისტრო უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელს შეიმუშავებს
განათლების სამინისტრო უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელს შეიმუშავებს. სამინისტრო მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტების დაფინანსების ვაუჩერული სისტემა უარყოფითი შედეგების ერთ–ერთი წყაროა.
„უმაღლესი განათლების რეალური ხარჯი მეტია, ვიდრე სახელმწიფო დანახარჯი. ყველა ვაუჩერი თანაბარი ღირებულებისაა, მიუხედავად საგანმანათლებლო პროგრამების განსხვავებული რეალური დანახარჯებისა. ამავდროულად, სახელმწიფო უნივერსიტეტებისათვის განსაზღვრულია სწავლების საფასურის ზედა ზღვარი. ვაუჩერი კი უნივერსიტეტების შემოსავლის ძირითადი წყაროა შესაბამისად, ვაუჩერული სისტემა არაერთ უარყოფით შედეგს იწვევს: აყალიბებს მართვის არაჯანსაღ სისტემებს, სრულად მაინც ვერ უზრუნველყოფს ხელმისაწვდომობას და არ ქმნის სწავლებისა და კვლევის ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობის, ინსტიტუციური განვითარებისთვის აუცილებელ სტაბილურობას. ვითარებას მნიშვნელოვნად ვერ ცვლის ე.წ. პრიორიტეტული პროგრამების დაფინანსებაც. ამდენად, საჭიროა შემუშავებულ იქნეს უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი, რომელიც დაეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს 2017-2021 წლების სტრატეგიის პროექტში.
სამინისტროს ხედვით, დაფინანსების ახალი მოდელი განვითარების სტიმულს შექმნის, რაც სწავლების, სწავლისა და კვლევითი საქმიანობის უწყვეტ განვითარებას უზრუნველყოფს.
პროექტის მიხედვით 2017-2021 წლებში დაფინანსების დივერსიფიცირებაა მოსალოდნელი.
სამინისტრო ახალგაზრდა პედაგოგებისთვის მოტივაციის ამაღლებას გეგმავს
ბაღის მასწავლებლების კვალიფიკაცია განათლების სამინისტროს არ აკმაყოფილებს
მოამზადა მეგი კავთუაშვილმა
-
„სად გაქრა XIX საუკუნის ანექსია, აჯანყებები, რუსული მმართველობის დამყარება?“ – საგნობრივი ექსპერტი ისტორიის სახელმძღვანელოზე
by ARIS.GE-განათლება
-
„ჩვენი მიზანია, მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო და კერძო სკოლებს შორის“
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია, ვისი ავტორობით დაიწერა და რა წერია ახალ სასკოლო წიგნებში – ელექტრონული ვერსიები კლასების მიხედვით (I ნაწილი)
by ARIS.GE-განათლება