რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი სკოლის ატესტატის ექვივალენტი დოკუმენტის აღება
მოზარდებს, რომლებსაც არ აქვთ ზოგადი განათლების ატესტატი და სურთ პროფესიული განათლების მიღება, სპეციალური პროგრამების დანერგვის შემდეგ, შეეძლებათ სკოლის ატესტატის ექვივალენტური სერტიფიკატი მიიღონ. ამის შესახებ მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
მისი თქმით, პროფესიული განათლების ბაზაზე შესაძლებელი გახდება სკოლის ატესტატის ექვივალენტი დოკუმენტის აღება.
მიხეილ ჩხენკელმა ყურადღება გაამახვილა თითოეული მოქალაქის კვალიფიკაციის ამაღლებაზე და ახალი პროფესიის დასაუფლებლად პირობების შექმნაზე. ამასთან, პროფესიული განათლების კონკრეტული რეგიონის ეკონომიკურ საჭიროებაზე მორგებაზე და დუალურ, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების გაგრძელებაზე.
ჩხენკელმა ასევე დასძინა რომ ახლო მომავალში განვითარდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და გაიზრდება გეოგრაფიული დაფარვა.
„განვითარდება პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებს შორის კავშირები. დაინერგება წინმსწრები და არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმები. მოზარდებს, რომლებსაც არ აქვთ ზოგადი განათლების ატესტატი და სურთ პროფესიული განათლების მიღება, სპეციალური პროგრამის დანერგვის შემდეგ, შეეძლებათ მიიღონ სკოლის ატესტატის ექვივალენტური სერტიფიკატი. დღეს ოჯახების უმეტესობას, სურს შვილმა ჩააბაროს უმაღლესში და არა პროფესიულ კოლეჯში. გვჯერა, რომ უნივერსიტეტების ბაზაზე, პროფესიული სკოლების გახსნით და უმაღლესი პროფესიული განათლების დამკვიდრებით მნიშვნელოვნად გაიზრდება ამ პროგრამებში ჩართული სტუდენტების რიცხვი“, – განაცხადა ჩხენკელმა.
როდის შეძლებენ პროფსასწავლებლის კურსდამთავრებულები უმაღლესში სწავლის გაგრძელებას
უმაღლესი სასწავლებლები პროფსასწავლებლის სტუდენტთა კრედიტებს აღიარებენ – დაგეგმილი ცვლილება
პროფსასწავლებლის სტუდენტები უმაღლესში სწავლის გაგრძელებას შეძლებენ
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან