როდის შეძლებენ პროფსასწავლებლის კურსდამთავრებულები უმაღლესში სწავლის გაგრძელებას
კანონპროექტი, რომელიც პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულებს უმაღლესში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას მისცემს დამუშავების პროცესშია და პარლამენტს საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე, ანუ ივნისის ბოლომდე წარედგინება.
როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა EDU.ARIS.GE-ის განუცხადა, კანონპროექტის დამუშავებასთან ერთად, იხვეწება შესაბამისი პროგრამებიც.
„ვგეგმავთ, რომ ამ საგაზაფხულო სესიაზე შემოვიტანოთ პარლამენტში. ჩვენ გვაქვს მთელი პაკეტი მომზადებული. ახლა მთავარია, რომ პარლამენტმა განიხილოს. დღევანდელი მდგომარეობით ვინც სწავლობს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მათ შეუძლიათ ექსტერნატის ფორმით დაძლიონ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები. შემდგომში უკვე შესაძლებელი იქნება რომ პირდაპირ გააგრძელონ. გვაქვს ორი ალტერნატივა დამუშავებული 1. როცა სტუდენტი ირჩევს პროფესიულ განათლებას და მის პარალელურად ზოგადი განათლების კურსსაც გადის და 2. როცა სტუდენტი თავის დროზე არ ირჩევს ზოგადი განათლების კურსს და ამის გამო უნდა შემდგომში სწრაფი კურსი გაიაროს”, – განმარტა მინისტრის მოადგილემ.
გიგაური თქმით, უწყება ყველაფერს გააკეთებს, რომ 2018-2019 სასწავლო წლისთვის ახალი კანონპროექტი ამოქმედდეს.
უმაღლესი სასწავლებლები პროფსასწავლებლის სტუდენტთა კრედიტებს აღიარებენ – დაგეგმილი ცვლილება
პროფსასწავლებლის სტუდენტები უმაღლესში სწავლის გაგრძელებას შეძლებენ
პროფესიები დასაქმების გარანტიით
მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა
- პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია by პროფესიული განათლების ამბები
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსი – რა ვალდებულებები გექნებათ 2026 წლიდან by პროფესიული განათლების ამბები