რა უთხრა განათლების მინისტრმა პედაგოგებს მათი საბაზო ხელფასის ცვლილებაზე
25 აპრილს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი პედაგოგების საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლებს შეხვდა და მათი მოთხოვნების შესახებ დაზუსტებები მოისმინა.
როგორც შეხვედრაზე მყოფი პედაგოგები EDU.ARIS.GE-ს უყვებიან, საუბარი არაერთ საჭირბოროტო საკითხს შეეხო და მათ შორის იყო მასწავლებლების საბაზო ხელფასის თემაც.
„მასწავლებლის საბაზისო ხელფასის მატებაზე მინისტრმა განაცხადა, რომ ბიუჯეტის დაგეგმვისას აუცილებლად იქნება გათვალისწინებული საბაზისო ხელფასის მატებაც და მასწავლებლებისთვის ღირსეული პენსიის დანიშვნაზეც აუცილებლად იზრუნებენ. მას აინტერესებდა, რატომ ჰქონდათ მასწავლებლებს იმის შიში, რომ სქემის გაუქმების შემთხვევაში სტატუსები მოეხსნებათ და დანამატს დაკარგავენ. თქვა, რომ არავინ აპირებს მასწავლებლებისთვის დანამატების გაუქმებას და ყოველთვის ნახავენ გამოსავალს, რომ არსებული ხელფასები არათუ შენარჩუნდეს, არამედ გაიზარდოს“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს თამარ ცანავამ, რომელიც მასწავლებელთა მოთხოვნების ერთ-ერთ საინიციატივო ჯგუფს წარმოადგენს.
როგორც თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი გვიხსნის, მასწავლებლის ხელფასი განსხვავებულია და ინდივიდუალურად იანგარიშება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არც ერთი მრავალთანამშრომლიანი სამსახური კი, ჩვენი მცდელობის მიუხედავად, საბაზო ხელფასის ოდენობის შესახებ განმარტებისთვის მზად არ აღმოჩნდა.
ამავე თემაზე:
„პატივცემულო მინისტრო!“ – მასწავლებლის წერილი-შეთავაზება განათლების მინისტრს
„მოგვისმინეთ მასწავლებლებს!“ – პედაგოგების ვიდეო მიმართვა განათლების მინისტრს
-
როგორ შევცვალოთ ფაკულტეტების რეიტინგული სია – დეტალური ინსტრუქცია 2026 წლის აბიტურიენტებს
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
7 აბიტურიენტს აპელაციის შემდეგ ქულა დააკლდა – ცნობილია, რამდენს მოემატა ქულები საგნების მიხედვით
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
ცნობილია, რომელ საგანში რომელი ვარიანტი გამოცხადდა რთულად – გათანაბრებული ქულების ცხრილი 2026 აბიტურინტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე