„რაც უფრო მალე დაასრულებენ ბავშვები და ახალგაზრდები ამ სიყალბეში „სწავლას“, მით უკეთესი მათთვის“
ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებელი, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2019-ის“ გამარჯვებული გიორგი ჭაუჭიძე, EDU.ARIS.GE-სთან ზოგად განათლებაში 11-წლიანი სწავლების გადაწყვეტილებას ეხმიანება და ამბობს, რომ „რაც უფრო მალე დაასრულებენ ბავშვები და ახალგაზრდა ადამიანები ამ სიყალბეში “სწავლას”, მით უკეთესი მათთვის“.
პედაგოგი მიიჩნევს, რომ ჩვენს რეალობაში სრულიად ბუტაფორიულია უმაღლესი განათლებაც და საშუალო სკოლაც.
„რაც უფრო მალე და მეტი ადამიანი დარწმუნდება ამაში, მით უკეთესი ჩვენი განათლებისთვის. რაც შეეხება ევროპულ განათლესებთან თავსებადობას, არა მგონია, ისეთი უგუნურობა თუ მზაკვრობა ჩაიდინონ მთავრობის წარმომადგენლებმა, რომ თორმეტწლიანი ატესტატის აღება შეუზღუდონ ახალგაზრდებს. ღრმად მჯერა, რომ ეს “ქაღალდი” სრულიად უშინაარსო და არაფრისმომცემია აბიტურიენტისთვისაც და უნივერსიტეტისთვისაც, მაგრამ ხელოვნურად ამის აკრძალვა უგუნურება იქნება, თუ ბოროტება არა“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს გიორგი ჭაუჭიძემ.
პედაგოგი საკუთარ ხედვასაც გვიზიარებს სკოლის ატესტატის ფუნქციასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ უნივერსიტეტში აბიტურიენტის ჩარიცხვა ატესტატსა და ეროვნულ გამოცდებზე არ უნდა იყოს მიბმული, ვინაიდან ეს “იძულებაა”.
“ჩემი აზრით, პირველ ეტაპზე საერთოდ უნდა მოეხსნათ ვალდებულება უმაღლეს სასწავლებლებს, მაინცდამანიც საშუალო სკოლის ატესტატით და მაინცდამაინც ერთიანი ეროვნული გამოცდებით მიიღონ სტუდენტები და დასრულდება ბავშვების იძულება პირთა გარკვეული წრის დაგეგმვით მიიღონ განათლება. ამის მერე კი უკეთ გამოჩნდება, როგორ მივაღწიოთ უფრო დაბალ საფეხურებზე განათლების გათავისუფლებას”, – ამბობს გიორგი ჭაუჭიძე.
ამავე თემაზე:
უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია – დოკუმენტი
-
უნივერსიტეტებს ვადა 2 თებერვლიდან 9 თებერვლამდე ექნებათ – განათლების მინისტრის ბრძანება ეროვნული გამოცდების ჩატარების თაობაზე
by ARIS.GE-განათლება
-
მაგისტრატურა ზოგ შემთხვევაში 1, ზოგში კი 2-წლიანი იქნება – განათლების მინისტრისა და მოადგილის ახალი განმარტებები
by ARIS.GE-განათლება
-
რა სახით შესთავაზა თსუ-მ ქართულის სავალდებულო კურსი პირველკურსელებს – „ქართული ენა აკადემიური მიზნებისთვის“
by ARIS.GE-განათლება