პასუხი 11 კლასის ბოლონიის პროცესთან შეუთავსებლობაზე – „ჩვენ გვინდა, ქართველი ახალგაზრდები დარჩნენ საქართველოში“
„რატომ უნდა უნდოდეს ადამიანს, რომ ქართველები მრავლად წავიდნენ ქვეყნიდან? ჩვენ გვინდა, რომ ქართველი ახალგაზრდები დარჩნენ საქართველოში და საქართველოში მიიღონ მაღალი დონის განათლება“, – ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრი საზოგადოების კრიტიკას 11-წლიანი სწავლების შემთხვევაში ბოლონიის პროცესთან შეუთავსებლობაზე, რომლის თანახმად, საზღვარგარეთ სწავლის შემთხვევაში, საქართველოში მიღებული 11-კლასის ატესტატის აღიარება არ მოხდება.
სკოლაში სწავლა 11-წლიანი გახდება – ირაკლი კობახიძის განცხადება
რას გულისხმობს სასკოლო რეფორმა, რომლის პრეზენტაციაც მალე შედგება – განათლების მინისტრი დეტალებზე
საკითხზე დამატებითი განმარტება ირაკლი კობახიძემ როგორც გუშინ, ისე დღეს, 17 ოქტომბერს, ჟურნალისტებთან გააკეთა და თქვა, რომ სასურველი არ არის, ახალგაზრდამ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა. თუმცა, თუ ასეთი სურვილი არსებობს, ამისთვის ყველანაირი პირობა იქნება შექმნილი.
„მათ შორის, ჩვენც შეიძლება ვიზრუნოთ საქართველოში მე-12 კლასის დამატებაზე საგანგებოდ, სპეციალიზებულ სკოლებში. თუ არადა, ალტერნატივა არის ის, რომ მოსწავლე წავა საზღვარგარეთ, იქ დაამთავრებს მე-12 კლასს თუ აქვს სურვილი, განაგრძობს პირველი კურსიდან სწავლას საზღვარგარეთ. მაგრამ ნებისმიერი ღირსეული ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ის, რომ სტუდენტმა მაღალი დონის განათლება საკუთარ ქვეყანაში მიიღოს.
დღეს, პრაქტიკულად მე-12 კლასის მოსწავლეები სკოლაში არ დადიან. რატომ? იმიტომ, რომ მათ ურჩევნიათ, მისაღები გამოცდებისთვის მოემზადონ. ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ საერთოდ არ არის მორგებული ბოლო კლასების სასწავლო პროგრამა მისაღებ გამოცდებზე და ასეთ პირობებში მოსწავლეებს სკოლაში სიარული არ უღირთ. ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს. ნაცვლად იმისა, რომ საერთოდ არ იარონ ბოლო კლასების მოსწავლეებმა სკოლებში, ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი პროგრამა, რომელიც თავიდან ბოლომდე იქნება მორგებული მოსწავლის ობიექტურ ინტერესებზე”, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა დრეს ჟურნალისტებს.
ირაკლი კობახიძემ უმაღლესი განათლების რეფორმის პრეზენტაციის დასრულების შემდეგაც ისაუბრა, რომ თორმეტწლიანი სწავლების დახურვის შანსი, შესაძლოა, საქართველოშიც გაჩნდეს, ან, საზღვარგარეთ სწავლის მსურველმა, სხვა ქვეყანაში დაასრულოს 12 კლასი.
„პირველ რიგში, რაც შეეხება 11-წლიან სწავლებას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ 11 წელიწადში თავისუფლად არის შესაძლებელი სასწავლო პროგრამის სრულად ათვისება. რაც შეეხება ამ ერთგვარ მობილობას, სინამდვილეში აქ საუბარი მიგრაციაზეა. ადამიანების პოსტები შემხვდა, რომლებიც წუხან, რომ ასე ვთქვათ, მიგრაციას შეექმნება გარკვეული ბარიერები.
„რომ განვაზოგადოთ, რაზე ვსაუბრობთ ჩვენ: ჩვენ გვინდა, რომ ქართველი ახალგაზრდები დარჩნენ საქართველოში და საქართველოში მიიღონ მაღალი დონის განათლება. რატომ უნდა უნდოდეს ადამიანს, რომ ქართველები მრავლად წავიდნენ ქვეყნიდან. მით უმეტეს, რომ ბუნებრივი მოვლენაა, როდესაც ახალგაზრდები მიდიან საზღვარგარეთ სასწავლებლად, მით უმეტეს პირველი კურსიდან, მათი დიდი ნაწილი საზღვარგარეთ რჩება საცხოვრებლად. რატომ უნდა წავახალისოთ ხელოვნურად მიგრაცია?!
„ჩვენ არავითარ ბარიერს არ ვქმნით, მანდაც თავისუფლად შეიძლება გამოსავლის მოძიება, თუ ვინმეს უნდა მე-12 წლის დახურვა, შეიძლება, ქვეყანაშიც კი შევქმნათ ამის შესაძლებლობა და ეს განხილვას ექვემდებარება. თუ არადა, ნებისმიერ მოსწავლეს, ახალგაზრდას აქვს შესაძლებლობა, რომ სხვაგან, საზღვარგარეთ დახუროს, მეთორმეტე კლასი და შედეგ განაგრძოს სწავლა პირველი კურსიდან უმაღლესი განათლების დონეზე. ამიტომ, აქაც, რეალურად, არაფერია სასპეკულაციო, ყველაფერს აქვს თავისი გამოსავალი. კიდევ ერთხელ, ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, რომ წავახალისოთ ახალგაზრდების მიგრაცია ქვეყნიდან, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ საქართველოში მიიღოს ქართველმა ახალგაზრდამ იმ დონის განათლება, რა დონის განათლებასაც სხვა ქვეყანა სთავაზობს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა “ტელეკომპანია იმედის” ეთერში საუბრისას.
ასევე იხილეთ: (16/10/2025):
პრემიერ-მინისტრი უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის პროექტს წარადგენს (ვიდეო)
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
-
„სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება“ – ახალი გადაწყვეტილება
by ARIS.GE-განათლება
-
მინისტრი: „მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი შემოგვაქვს“ – რას ისწავლიან მოსწავლეები ბოლო კლასში
by ARIS.GE-განათლება