რამდენი მოსწავლე ესწრება დღეში ერთ სრულ ინტერაქტიულ გაკვეთილს, ისევ უცნობია
EDU.ARIS.GE-მ, გასულ შაბათ-კვირას ვებ-გვერდზე ონლაინ გამოკითხვა ჩაატარა. მომხმარებლებს პასუხის გაცემა მხოლოდ ერთ კითხვაზე ვთხოვეთ – „რას ფიქრობთ, ყოველდღე რამდენი მოსწავლე ესწრება ერთ სრულ ინტერაქტიულ გაკვეთილს მაინც?“.
ამასობაში, საქართველოს განათლების სამინისტრომ შეწყვეტილი მარკეტინგულ-სარეკლამო სტატისტიკის (მაიკროსოფტის სისტემაში ჩართული მოსწავლეების შესახებ) გამოქვეყნება განაახლა, რომელიც, ისევ არ გვაძლევს ინფორმაციას რეალურად სასწავლო პროცესში მუდმივად ჩართული მოსწავლეების რაოდენობის შესახებ.
ჩვენი კითხვა არანაირად არ ეხებოდა ჩატარებული გაკვეთილების ხარისხს, მეთოდოლოგიას, რამდენად ესაბამება გაკვეთილების ნაწილი ეროვნულ სასწავლო გეგმას, არ ეხებოდა სამინისტროს ექსპერტის, თამარ ჯაყელის მოსაზრებებს და ა.შ., ვეკითხებით მხოლოდ – „ყოველ დღე რამდენი მოსწავლე ესწრება ერთ სრულ ინტერაქტიულ გაკვეთილს მაინც?“ და პასუხი ისევ არ არის.
რატომ გახდა საჭირო ინფორმაციის დამალვით ილუზიის შექმნა, რომ განათლების სამინისტრო, რთულ პირობებში, გარდა იმისა, რომ ყველაფერს აკეთებს სკოლებისთვის დისტანციური სისტემების დასანერგად, ამას აკეთებს კარგად და ხარისხიანად, გაუგებარია.
გამოკითხვის პასუხები ასე გამოიყურება:
გვესმის, რომ EDU.ARIS.GE-ს მომხმარებელთა ძირითად ნაწილს კითხვაზე ზუსტი ინფორმაცია არ გააჩნია, და პასუხები, საკუთარ გამოცდილებაზე ან დაკვირვებაზე დაყრდნობით არის გაცემული.
დიდი მადლობა გამოკითხვაში მონაწილეობისა და ბევრი საინტერესო მოსაზრების გაზიარებისათვის.
-
სკოლის ექიმად დასაქმებისას პრიორიტეტი მიენიჭება ამ სახელმწიფო სერტიფიკატის ფლობას – ცვლილება კანონში
by ARIS.GE-განათლება
-
ქართველ ახალგაზრდებში რუსეთში განათლების მიღების პერსპექტივების პოპულარიზაციას ეწევიან – რას წერს სუსი საკუთარ ანგარიშში
by ARIS.GE-განათლება
-
მასწავლებელი სასკოლო ფორმებზე: „ჩვენს საზოგადოებას უჭირს განსხვავებულობის მიღება – როცა ფორმები არაა, სკოლაშიც უნდა შეეგუო ამას და არ უნდათ“
by ARIS.GE-განათლება
