რას აკეთებს სკოლა და მასწავლებელი თუ ჩათვლის, რომ ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლის საშუალო შეფასება არასწორად არის ასახული – ინსტრუქცია
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ელექტრონულ ჟურნალთან დაკავშირებით განმარტებას ამჯერად მოსწავლეთა საშუალო შეფასების შესახებ აქვეყნებს და ამტკიცებს, რომ მოსწავლეების საშუალო შეფასებას ჟურნალი ითვლის სწორად და იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი ან სკოლა ფიქრობს, რომ რომელიმე მოსწავლის საშუალო შეფასება არაა სწორად ასახული ელექტრონულ ჟურნალში, უნდა გადაამოწმოს რამდენიმე აუცილებელი პირობა რომელიც გავლენას ახდენს საშუალო შეფასების გამოთვლაზე.
იმ შემთხვევაში, თუ ფიქრობთ, რომ რომელიმე მოსწავლის საშუალო შეფასება არაა სწორად ასახული ელექტრონულ ჟურნალში, გთხოვთ გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული რამდენიმე აუცილებელი პირობა, რომელიც გავლენას ახდენს საშუალო შეფასების გამოთვლაზე:
საშუალო შეფასების გამოთვლა და აუცილებელი პირობები
- შეუფასებელი შემაჯამებელი დავალება თუ მოსწავლეს უფიქსირდება (არ აქვს მნიშვნელობა რომელ სწავლების ტიპზე იყო, დისტანციურზე თუ დასწრებულზე, უნდა მოხდეს ყველა მათგანში გადამოწმება) შეუფასებელი შემაჯამებელი დავალება, სემესტრული შეფასების გამოთვლის დროს აღნიშნული შემაჯამებელი დავალება სისტემაში ფიქსირდება 0 ქულით.
- შეუფასებელი შემაჯამებელი დავალების აღდგენა თუ მოსწავლეზე ჩანიშნულია (არ აქვს მნიშვნელობა რომელ სწავლების ტიპზე იყო, დისტანციურზე თუ დასწრებულზე, უნდა მოხდეს ყველა მათგანში გადამოწმება) შემაჯამებელი დავალების აღდგენა, სადაც არ ფიქსირდება შეფასება, სემესტრული შეფასების დაანგარიშების დროს აღნიშნულ შემაჯამებლის აღდგენაში მოსწავლეს ავტომატურად დაეწერება 0 ქულა.
- შეუფასებელი გამოცდა მოსწავლის სემესტრული შეფასების გამოთვლაში მონაწილეობას იღებს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული გამოცდები, შესაბამისად, თუ მოსწავლეზე ჩანიშნულია აღნიშნული ტიპის გამოცდა, სემესტრული შეფასების გამოთვლის დროს სისტემა გაითვალისწინებს მოსწავლეზე დაფიქსირებულ გამოცდის შეფასებასაც.
თუმცა, განათლების მართვის სისტემა არ გამორიცხავს, რომ ყველა ამ გადამოწმების მიუხედავად არასწორი დაანგარიშება შესაძლოა ისევ ვერ აღმოიფხვრას: “იმ შემთხვევაში, თუ ფაილში მოცემულ ყველა კრიტერიუმის გადამოწმების შედეგად, მოსწავლეს უფიქსირდება არასწორად დაანგარიშებული საშუალო შეფასება,ზოგადასაგანმანთლებლო დაწესებულების დირექტორმა უნდა გვაცნობოს აღნიშნულის შესახებ ოფიციალურად eFlow-ს მეშვეობით”, – განმარტავს EMIS-ი 25 დეკემბრის მიმართვაში.
ასევე იხილეთ:
-
მინისტრი, მოადგილეები და მათი თანაშემწეები – როგორ ნაწილდება ხელფასები თანამდებობების მიხედვით განათლების სამინისტროში 2026 წელს
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია, რა ოდენობის ხელფასს მიიღებენ 2026 წელს საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსები და თანამშრომლები
by ARIS.GE-განათლება
-
„გადავალთ აქტიურ ფაზაში“ – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფცია მთავრობას უახლოეს დღეებში წარედგინება
by ARIS.GE-განათლება