როგორ უნდა შეაფასოს მასწავლებელმა მოსწავლე დისტანციურად, ასევე შიდა ან გარე მობილობის დროს – ინსტრუქცია
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა პედაგოგებისთვის ახალ დეტალურ ინსტრუქციას აქვეყნებს და განუმარტავს, როგორ უნდა შეფასდეს მოსწავლე დისტანციურად სწავლების დროს, ასევე, შიდა ან გარე მობილობის დროს.
“გამომდინარე იქიდან, რომ მოსწავლეები ხშირად იცვლიან სწავლების ტიპს და შემაჯამებელი დავალებების/ შემაჯამებელი დავალებების აღდგენის შეფასების ასახვა ვერ ხდება შიდა ან გარე მობილობის დროს, გიტვირთავთ ინსტრუქციას, როგორ უნდა შევაფასოთ მოსწავლე ასეთ დროს”, – განმარტავს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.
იხილეთ ინსტრუქციები:
როგორც დღეს EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, საჯარო სკოლებში, მასწავლებლებს მოსწავლეთა წლიური შეფასებებს ელექტრონული ჟურნალი დაუანგარიშებს, თუმცა მათ მიმდინარე შეფასებები სრულყოფილად უნდა ჰქონდეთ ასახული და ამჟამად აკონტროლებენ ჟურნალის ჩანაწერების გამართულობას, მათ შორის აძლევენ შესაძლებლობას მოსწავლეს გამოასწოროს ნიშანი, რომ წლიური შეფასება აკმაყოფილებდეს. როგორც განგვიცხადეს, მასწავლებელთა ნაწილი, მიმდინარე კვირაში მოსწავლეეებს ბოლო შემაჯამებელ დავალებებს ამზადებინებს.
-
მთავრობამ ისევ გაზარდა 2026 წელს მაგისტრატურის საფეხურზე მისაღები სტუდენტების რაოდენობა – დადგენილება
by სიახლეები სამაგისტრო გამოცდებზე
-
გამოქვეყნდა საერთო სამაგისტრო გამოცდის პირველადი შედეგები და სწორი პასუხები – გამოცდები 2026
by სიახლეები სამაგისტრო გამოცდებზე
-
როდის იწყება უნივერსიტეტებში 2026-2027 სასწავლო წელი და პირველკურსელთა რეგისტრაცია (19 აგვ, 12:00)
by ARIS.GE-განათლება